საფრანგეთის მოდის ფედერაციამ 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის კალენდარი გამოაქვეყნა.
მოდის კვირეული 3-6 ივლისს გაიმართება და მასში 32 ბრენდი მიიღებს მონაწილეობას. გახსნის პატივი კვლავაც Schiaparelli-ს ხვდა წილად. გასულ სეზონზე, რომელიც იანვარში გაიმართა, სკიაპარელის შოუს უჩვეულოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
პირველივე დღეს, სკიაპარელისთან ერთად, ჩვენებებს გამართავენ Dior და Thom Browne. აღსანიშნავია, თომ ბრაუნისთვის ეს პირველი ოტ-კუტიურ შოუ იქნება. გარდა ამისა, დაგეგმილი ჩვენება საიუბილეოც არის – წელს თომი თავისი ბრენდის დაარსების 20 წლისთავს აღნიშნავს. ყურადღებას აგრეთვე იმსახურებენ ბალენსიაგას და ჟან პოლ გოტიეს მოდის სახლები. გახმაურებული სკანდალიდან პირველ კუტიურ შოუს დემნა 5 ივლისს, პარიზის დროით, დღის 12:00 საათზე წარადგენს. რაც შეეხება გოტიეს მოდის სახლს, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ბრენდის მიწვეული კუტიურიე პაკო რაბანის კრეატიული დირექტორი, ჯულიენ დოსენაა. დოსენას ინტერპრეტაციით შექმნილ გოტიეს ოტ კუტიურ კოლექციას 5 ივლისს, დღის 14:30-ზე ვიხილავთ.
ოტ – კუტიურ მოდის კვირეულის ახალი სეზონი: