სილამაზის და თავის მოვლის ინდუსტრია ყოველდღიურად უამრავ ახალ პროდუქტს გვთავაზობს. ზოგიერთმა ბრენდმა, თუ მისმა ცალკეულმა პროდუქტმა იმდენად დიდი გავლენა და პოპულარობა მოიპოვა, რომ ახალი ტრენდებიც კი შექმნა. ჩვენ შევეცადეთ ის რამდენიმე პროდუქტი გამოგვერჩია, რომლებიც 2024 წელს TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა და მათზე არაერთი პროფესიონალი ვიზაჟისტი, თუ ინფლუენსერი ალაპარაკდა.

Chalrotte Tilbury – Hollywood Flawless Filter

შარლოტ ტილბურის პროდუქცია სილამაზის და თავის მოვლის ბაზარზე დიდი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს. მისი ერთ-ერთი ბესტსელერი და ვირუსულად ქცეული პროდუქტია ტონალური კრემი – Hollywood Flawless Filter. პროდუქტი თხელი ტექსტურით, თუმცა დაფარვით ხასიათდება. გარდა ამისა, ის კანს ბუნებრივ ბზინვარებას და სიგლუვეს ანიჭებს.

Rhode – ტუჩის ტინტი

Rhode ჰეილი ბიბერის დაფუძნებული ბრენდია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ე.წ. Clean Girl ესთეტიკის ბრენდმა ბუნებრივი მაკიაჟის ტრენდი კიდევ უფრო მიმზიდველად აქცია. ბრენდის ყველა დროის ბესტსელერი პროდუქტი ტუჩის ტინტია, რომელიც სხვადასხვა არომატითა და შეფერილობით გამოდის.

Rhode – კრემისებრი ბლაში

Rhode-ს მინიატიურული ზომის კრემისებრი ტექსტურის ბლაში მომხმარებლის ახალი რჩეული პროდუქტია. როგორც TikTok-ის შეფასებებდან ირკვევა, პროდუქტის მრავალფეროვნება, ტექსტურა და მოსახერხებელი შეფუთვა მას მაკიაჟის მოყვარულების ერთ-ერთ Must Have ზაფხულის პროდუქტად აქცევს.

Dr. Djart+ – ფერის მაკორექტირებელი საცხი

Tiger Grass – ასე ჰქვია Dr. Djart+-ის საცხს, რომელსაც TikTok-ზე უამრავი დადებითი შეფასება აქვს და მას უნივერსალურ ჯადოსნურ პროდუქტადაც მოიხსენიებენ. მისი ძირითადი დანიშნულება კანზე სიწითლის შენიღბვაა. გარდა ამისა, საცხი კანზე წასმის შემდეგ ფერს იცვლის და ის შესაძლოა ტონალური კრემის მაგივრადაც გამოიყენოთ. ამასთან ერთად, ფორებზე მოქმედების ეფექტით მას ბაზის დანიშნულებითაც გამოიყენებენ. და ბოლოს, რაც ამ პროდუქტის და ზოგადად Dr. Djart+-ის ყველაზე დადებით თვისებად შეგვიძლია მივიჩნიოთ სამკურნალო თვისებებია, რის გამოც ის დერმატოლოგების დადებითი რეკომენდაციებითაც სარგებლობს.

Fenty – ტუჩის გლოსი

რიანას Fenty Beauty ის ბრენდია, რომლის ყველა პროდუქტი ზუსტად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს და მისი ყველა სიახლე TikTok-ზე ვირუსულად ვრცელდება. Fenty Beauty-ის მრავალფეროვან კოლექციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ტუჩის გლოსია, რომელიც ბრენდისთვის დამახასიათებელი
ბზინვარებით და პიგმენტურობით გამოირჩევა.

Dyson

Dyson-ის ბრენდმა თმის მოვლისა და სთაილინგის მიმართულებით ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ეს არის მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომლის პროდუქტების დახმარებით ე.წ. სალონური ეფექტის მიღება სახლის პირობებში გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც რომ, Dyson-ის სთაილერები თმას სრულებით არ აზიანებს.

Milk – Jelly Tint

Jelly Tint კომპანია Milk-ის ერთ-ერთი ვირუსულად გავრცელებული პროდუქტია. ჟელესებური ტექსტურის სტიკი მრავალფუნქციურია – ის შესაძლოა გამოვიყენოთ, როგორც ბლაში, ტუჩის ტინტი და თვალის ჩრდილიც კი. ტექსტურიდან გამომდინარე პროდუქტი კანზე მალე შრება და არ გადადის. გარდა ამისა, მას გამაგრილებელი ეფექტი აქვს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ზაფხულის ზაფხულის მაკიაჟის გაკეთებისას.