3 სექტემბერს წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის მრავალწლიან მხარდამჭერებს შორის, ამჯერადაც Mastercard-ია. ეს პარტნიორობა განსაკუთრებით ორგანულია ბრენდისთვის, რომელმაც წლების წინ საკუთარი ფილოსოფიის ცენტრში ერთი მარტივი იდეა მოაქცია: ყველაზე ღირებული გამოცდილებების ფასი ყოველთვის ფულით არ იზომება. სწორედ ასეთ შეუფასებელ და უნიკალურ გამოცდილებას ჩუქნის წინანდლის ფესტივალიც თითოეულ მსმენელს.
კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის, სექტემბრის თვეში წინანდალში დაბრუნება უკვე რიტუალად იქცა. ეს ის დროა, როცა წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის მომაჯადოებელი ძალით სრულიად სხვა სამყაროს ქმნის – დილის კონცერტებით, თუ საღამოს ამფითეატრის სცენაზე შესრულებული საკულტო ნაწარმოებებით. წინანდლის მამულის სივრცეში კლასიკური მუსიკა ყველას აერთიანებს – მუსიკოსებს, რომლებსაც რამდენიმე საათის წინ სცენაზე უსმენდი, ახლა შესაძლოა ბაღის ბილიკზე შეხვდე, ან მოისმინო საინტერესო საუბარი ხელოვნების შესახებ.
ალბათ ამიტომაც, რვა სეზონის შემდეგ, წინანდლის ფესტივალი უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ეს არის გამოცდილება, რომლის მთავარი ღირებულება არა მხოლოდ ის არის, ვის უსმენ, არამედ სად ხარ, ვისთან ერთად ხარ და რა მოგონებები გრჩება დაბრუნების შემდეგ.

2026 წელს წინანდლის ფესტივალი 3-დან 13 სექტემბრამდე იმართება და 11 დღის განმავლობაში 23 კონცერტს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამაც ზუსტად იმ პრინციპზეა აგებული, რომელმაც წინანდლის ფესტივალის საერთაშორისო კულტურულ კალენდარზე გამორჩეულ ადგილად აქცია: აქ ერთ სივრცეში ხვდებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ახალი თაობის არტისტები, ქართველი შემსრულებლები, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი.
წლევანდელი ფესტივალი 3 სექტემბერს ჯანანდრეა ნოზედას, ლიზა ბათიაშვილისა და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. საფესტივალო დღეების განმავლობაში სცენაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ კლასიკური მუსიკის ხელოვანები, რომელთა ერთ პროგრამაში ნახვაც იშვიათობაა: პინკას ცუკერმანი, საიაკა შოჯი, სერგეი ბაბაიანი, მარკ-ანდრე ჰამელინი, ილია გრინგოლტსი, კიან სოლტანი, ალექსანდრე მალოფეევი, ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი და, რა თქმა უნდა, ქართველი მუსიკოსები – ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, გიორგი მარდალეიშვილი და ასე შემდეგ.
წინანდლის ფესტივალი იმის კარგი მაგალითია, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს. 5 სექტემბერს წინანდლის ამფითეატრის სცენა „სუხიშვილებს“ დაეთმო.

13 სექტემბერს ფესტივალი განსაკუთრებული მუსიკალური პროგრამით დაიხურება. საფესტივალო დღის პროგრამას ახალგაზრდა ვარსკვლავი ალექსანდრე მალოფეევი გახსნის, საღამოს ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი, დავით ხრიკული და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი შოპენს, შტრაუსსა და რაველს შეასრულებენ. წინანდლის ოფიციალური პროგრამის დასრულების შემდეგ, ფესტივალის სტუმრების წინაშე ღამის მუსიკალურ წვეულებას ბასისტი, ვინსენ გარსია გამართავს.
მუსიკალური მრავალფეროვნება და კონტრასტები ის არის, რაც წინანდლის ფესტივალს კლასიკური მუსიკის მსოფლიო რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს. აქ კლასიკური მუსიკა ხელშეუხებელ ექსპონატად არ რჩება, მას დიდი კავშირი აქვს თანამედროვე ხელოვნებასთან და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ერთ დღეს ბეთჰოვენს უსმენ, მეორე დღეს – ლათინურ მუსიკას, შემდეგ ქართული ნაციონალური ბალეტის წარმოდგენას უყურებ, ეცნობი კამერულ მუსიკას, ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს და ასე შემდეგ.
Mastercard-ის მთავარი ფილოსოფიური იდეა – Priceless სწორედ ასეთ მომენტებს აღწერს.
Mastercard-ისთვის საქართველოში კულტურის მხარდაჭერა უკვე უფრო მასშტაბური გამოცდილებების ეკოსისტემის ნაწილია – კომპანია აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებს და საქართველოს კულტურის სცენას საერთაშორისო Priceless-ის პლატფორმასთანაც აკავშირებს. წინანდლის შემთხვევაში კი ეს კავშირი განსაკუთრებით თვალსაჩინოა.

ფესტივალის ბილეთებზე უცხოეთში გამოშვებული Mastercard-ის ბარათების მფლობელებისთვის 10%-იანი სპეციალური შეთავაზებაა ხელმისაწვდომი, ხოლო TBC Concept და Wealth Management Mastercard World Elite ბარათების მფლობელებისთვის – 15%-იანი. სპეციალური პირობები მოქმედებს ფესტივალთან დაკავშირებულ გარკვეულ სასტუმროს პაკეტებზეც.




