მოდის ხანგრძლივ ისტორიაში, არსებობს სამოსი, რომელიც დროს უძლებს და კულტურის ნაწილად იქცევა. მათ შორის არის ლეგენდარული Alpha industry -ის სამხედრო ქურთუკი, რომლის შეძენასაც  ქართველი მომხმარებელი, 17 ოქტომბრიდან, საბურთალოს სითი მოლში, ბრენდის ოფიციალურ  სივრცეში შეძლებს.

Alpha Industries-ის ისტორია 1959 წელს, აშშ-ის ტენესის შტატში, ქალაქ ნოქსვილში დაიწყო. კომპანია შეიქმნა ერთი კონკრეტული მისიით: ეწარმოებინა უმაღლესი ხარისხის, გამძლე და ფუნქციური სამოსი აშშ-ის სამხედრო პირებისთვის. სწორედ დიზაინისადმი ასეთმა მიდგომამ ჩაუყარა საფუძველი ბრენდის ავთენტურობას, რაც ათწლეულების შემდეგ, მოდის სამყაროში მის მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.


თუ დღეს ე.წ. ბომბერი ქურთუკი ყოველდღიური გარდერობის განუყოფელი ნაწილია, ეს დიდწილად სწორედ Alpha Industries-ის დამსახურებაა. ყველაფერი კი ერთი მოდელით დაიწყო – 1963 წელს, ბრენდმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ლეგენდარული MA-1 საფრენი ქურთუკი წარადგინა. სწორედ ამიტომ ითვლება Alpha Industries ბომბერების სტილის პიონერ შემქმნელად. Alpha-ს ქურთუკის თითოეულ დეტალს თავისი ფუნქციური დატვირთვა და მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. 

სტაფილოსფერი სარჩული: ქურთუკის შიდა ნაწილი სტაფილოსფერი ნეილონით იკერებოდა. ავარიული დაშვების შემთხვევაში, მფრინავს ქურთუკი გადმოტრიალებული უნდა ჩაეცვა –  მკვეთრი ფერი სამაშველო ჯგუფებს საშუალებას აძლევდა, ჰაერიდან თუ ხმელეთიდან პილოტისათვის მარტივად მიეგნოთ.

წითელი ლენტი: ეს MA-1-ის ყველაზე ცნობილი ნიშანია. ავიაციაში ასეთი წითელი ლენტები გამოიყენებოდა როგორც უსაფრთხოების სიგნალი. Alpha-მ ეს საავიაციო შტრიხი ქურთუკის ელვა-შესაკრავზე გადაიტანა, რაც ბრენდის DNA-ის მთავარ სიმბოლოდ იქცა

1970 წელს Alpha Industries-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და პროდუქცია სამოქალაქო, სამომხმარებლო ბაზარზე გამოიტანა. ეს ბრენდისთვის გარდამტეხი მომენტი იყო. ომისშემდგომმა თაობამ და ახალგაზრდულმა სუბკულტურებმა სამხედრო ქურთუკებში სრულიად ახალი მნიშვნელობა დაინახეს. ის ქუჩის კულტურაში პროტესტის, თავისუფლებისა და პერსონალური სტილის სიმბოლოდ იქცა. დღეს Alpha Industries მხოლოდ სამხედრო მემკვიდრეობის მქონე ბრენდი აღარ არის. მისი კოლაბორაციები Junya Watanabe-სთან, Cecilie Bahnsen-თან, Daft Punk-სა და Slam Jam-თან კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად თავისუფლად მოძრაობს ბრენდი ქუჩის სტილსა (ე.წ. streetwear) და თანამედროვე მაღალ მოდას შორის.

Alpha Industries-ის წარმატება, რომელმაც წლებს გაუძლო, იმ ღირებულებებშია, რომლებსაც ბრენდი 60 წელზე მეტია არ ღალატობს. როცა Alpha Industries ოფიციალურად შემოდის საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ამ დიდი ისტორიის ნაწილი გახდეს.

საქართველოში ბრენდის ოფიციალური შემომყვანია კომპანია Mava&Co. კომპანიაში გაერთიანებულია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Emporio Armani, Armani Exchange, Zadig&Voltaire, ასევე მულტიბრენდული მაღაზია New Trend, რომლის სელექციაშიც ათეულობით ბრენდს შეხვდებით, მათ შორის: MM6 MAISON MARGIELA, JUNYA WATANABE, COMME DES GARÇONS, AMI PARIS, JW ANDERSON, MSGM, SPORTMAX, ELEVENTY, CANALI და სხვა.

აღსანიშნავია, რომ Mava&Co. ის კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების საქართველოში მაღალი მოდის სახლების პირველ ოფიციალურ წარმომადგენლად იქცა.