სათვალე თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური სტილის განუყოფელი ნაწილია. ის არა მხოლოდ გარეგნულ იერს ქმნის და ინდივიდუალურ ხასიათს უსვამს ხაზს, არამედ მხედველობის დაცვასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, სათვალის შერჩევისას ესთეტიკასთან ერთად, ხარისხი, ფუნქციურობა და მწარმოებელი ბრენდის სანდოობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როდესაც საქმე მაღალი ხარისხის, გემოვნებიან სათვალეებსა და ოპტიკურ მომსახურებას ეხება, საქართველოში ერთ-ერთი პირველი სახელი, რომელიც გვახსენდება, „კენარია“. კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე უკვე 22 წლიანი გამოცდილება აქვს და ამ დროის განმავლობაში მომხმარებლებს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდების მრავალფეროვან არჩევანსა და მხედველობაზე ზრუნვის თანამედროვე სერვისებს სთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ არა მხოლოდ ხელმისაწვდომი გახადა საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები ადგილობრივ ბაზარზე, არამედ – საქართველოში მაღალი ხარისხის ოპტიკური პროდუქციისა და პროფესიონალური მომსახურების ახალი სტანდარტის დამკვიდრებასაც შეუწყო ხელი.
„კენარის“ პორტფოლიოში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Ray-Ban, Gucci, Dior, Mykita, Matsuda, Montblanc, Kuboraum, Celine, LGR, TOM FORD, SILHOUETTE, LOEWE, BOSS, ALCON, ESSILOR და სხვა.

მოდის ტენდენციების მუდმივი განახლება და ინდუსტრიის სიახლეების დანერგვა „კენარის“ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა მოდასა და ესთეტიკასთან ერთად, კომპანიისთვის პრიორიტეტი მომხმარებლის მხედველობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, მზისა და ოპტიკური სათვალეების გარდა, „კენარი“ კონტაქტური ლინზების ფართო არჩევანსა და პროფესიონალურ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას გვთავაზობს. კომპანიის ფილიალები თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, წლების განმავლობაში, მომხმარებლების ნდობა და ერთგულება „კენარისთვის“ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამიტომ, 22 წლის იუბილეს კომპანია მომხმარებლებთან ერთად აღნიშნავს.


საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 13, 14 და 15 ნოემბერს „კენარი“ სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს. ეს არის შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ სასურველი მოდელი განსაკუთრებული შეთავაზებით.
„კენარის“ კოლექციების, ფილიალების მისამართებისა და სიახლეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: www.kenari.ge.




