მოდისა და შოპინგის ქართველი მოყვარულთათვის 2023 წელი განსაკუთრებული სიახლით დაიწყო – თბილისში პირველი ქართული Department Store,  “New Trend” გაიხსნა. გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ გაგიზიარეთ საინტერესო ფაქტები ახალი გამორჩეული სივრცის შესახებ, რომელმაც მაღალი მოდის არაერთი ცნობილი ბრენდი გააერთიანა. MM6 MAISON MARGIELA, JUNYA WATANABE, COMME DES GARÇONS, PLAY CDG, AMI PARIS, COPERNI – ეს იმ დიზაინერებისა და მოდის სახლების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც New Trend -ში შეხვდებით, თუმცა ამ სივრცეს განსაკუთრებულს არა მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კოლექციები და შოპინგის პრაქტიკული კონცეფცია ხდის, არამედ წარმოდგენილი ნივთების მრავალფეროვნებაც. 

თუ საკუთარი თავისთვის, ან საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარს ეძებთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც 8 მარტი ახლოვდება, New Trend-ში თქვენ ნახავთ არა მხოლოდ ტანისამოსისა და აქსესუარების მიმზიდველ კოლექციებს, არამედ სხვა ესთეტიკური და პრაქტიკული დატვირთვის მქონე ნივთებსაც, რომლებსაც შესწევთ ძალა გაალამაზონ ნებისმიერი ჩვენგანის გარემო. 

ამ სტატიაში სწორედ ასეთ გამორჩეულ ნივთებს გაგიზიარებთ:

პირველ რიგში, ჩვენს ყურადღებას რა თქმა უნდა იქცევს წიგნები თანამედროვე და მეოცე საუკუნის მოდის შესახებ. გარდა ინფორმაციული დატვირთვისა, წიგნები გამოირჩევა უნიკალური ვიზუალური მასალით.  

თუ  პიროვნება რომლისთვისაც საჩუქარს ეძებთ, მოდისა და სილამაზის სფეროთი არის გატაცებული, ასეთი საჩუქარი მისი საყვარელი ნივთების რიგებში აუცილებლად დაიკავებს გამორჩეულ ადგილს:

წიგნებთან ერთად, New Trend-ში წარმოდგენილია ფოტო ალბომებისა და სამაგიდო თამაშების მრავალფეროვანი სელექციაც. თუ გამორჩეული მოგონებების ერთ ალბომად გაერთიანება გსურთ, ან საყვარელ ადამიანებთან ერთად, გართობის ახალ გზებს ეძებთ, მაშინ Printworks-ის ბრენდი უნდა გირჩიოთ: 

პირველ ქართულ Department Store-ში ვხვდებით სახლის დეკორისათვის შექმნილ ნივთებსაც, რომლებიც ზოგად ინტერიერს ინდივიდუალურობას და მყუდროებას შემატებს. იქნება ეს ვინტაჟური, აღმოსავლური, დასავლური სტილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსხვავებული გემოვნების ადამიანებისთვის აქ საკმარისი არჩევანია. 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საჩუქრის ადრესატი ორიგინალურობის მოყვარულია, მისთვის საჩუქრის შერჩევის საპასუხისმგებლო და სასიამოვნო მისიას, გაგიმარტივებთ შემდეგი ბრენდები: GANGZAI და ibride. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კოლექციები განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, აგრეთვე მამაკაცებისთვის. მათ სრულად დასათვალიერებლად და შესაძენად კი, შეგიძლიათ ესტუმროთ New Trend-ის მულტიბრენდულ Department Store-ს, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის 46 ნომერში.