
გასული წლის ნოემბერში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფრანგულმა მოდის სახლმა ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობით სარეკლამო კამპანია გაავრცელა.
“გამარჯვება გონების მდგომარეობაა“ სლოგანით, ლუი ვიტონის კამპანია ინტერნეტს ვირუსულად მოედო. თანამედროვე ფეხბურთის ორი უდიდესი ვარსკვლავის ერთად ხილვამ საზოგადოებაში მოსალოდნელი მღელვარება გამოიწვია.

რამდენიმე საათის წინ, Louis Vuitton-მა კიდევ ერთი ახალი კამპანია გაავრცელა, ამჯერად, რეკლამაში მხოლოდ ლიონელ მესი მონაწილეობს. რაც შესაძლოა ჩავთვალოთ წინა კამპანიის ლოგიკურ გაგრძელებად. ამ შემთხვევაში გამარჯვებული მხოლოდ ერთია და იგი არის ლიონელ მესი. ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა სარეკლამო კამპანიაში ცნობილმა ფოტოგრაფმა, გლენ ლაჩფორდმა გადაიღო. ფოტოებზე ვხედავთ მესის, რომელიც აეროპორტში ლუი ვიტონის ძვირადღირებული ჩემოდნებით პოზირებს.
აგრეთვე იხილეთ: Louis Vuitton-ის მშობელი კომპანიის, LVMH -ის გაყიდვები ახალი ანგარიშის მიხედვით, დამაჯერებელ ზრდას განაგრძობს.