სინდი კროუფორდი, კარლი კლოსი, ქეროლიან მერფი, ლია კებედე, იმან ჰამამი, შალომ ჰარლოუ და ლინდა ევანგელისტა Donna Karan-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში გაერთიანდნენ. შთამბეჭდავი ქასტი ბრენდისთვის ახალ დასაწყისს უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ მოდის სახლის მფლობელმა კომპანია, G-III Apparel Group-მა ბრენდ Donna Karan New York-ის აღდგენისა და ხელახლა გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. Donna Karan განსხვავდება DKNY-ის ხაზიდან. ეს უკანასკნელი ახალგაზრდულ, ტრენდულ და ხელმისაწვდომ ტანისამოსსა და აქსესუარებს გვთავაზობს. რაც შეეხება Donna Karan-ს, ბრენდი კლასიკური, დახვეწილი და ძვირფასი კოლექციებით გამოირჩევა.

ფოტოგრაფი: Annie Leibovitz/Courtesy of Donna Karan New York

ორი დღის წინ, პრესა მოიცვა სიახლემ, რომელსაც შეგვიძლია რთულად პროგნოზირებადი ვუწოდოთ – Gap-ის ახალ კრეატიულ დირექტორად ამერიკელი დიზაინერი, ზაქ პოსენი შეირჩა. ზაქ პოსენს ამერიკულ მოდაში კარგად იცნობენ. მის ხელწერა წითელი ხალიჩისათვის შექმნილი საღამოს კაბებია, რომლებსაც ხშირად ვხედავთ ისეთ ვარსკვლავებზე, როგორებიც არიან რიანა, ნაომი ქემბელი და მაილი საირუსი. ზაქ პოსენის ესთეტიკიდან გამომდინარე, ალბათ არავის გააკვირვებს, თუ ვიტყვით, რომ იგი ნამდვილად არ არის იმ დიზაინერებთა რიგებში, რომლებიც პირველი გაგახსენდება, როცა უფრო ხელმისაწვდომი, ყოველდღიური და მასობრივი წარმოების კომპანიაზე ფიქრობ. თუმცა ცხადია, რომ ამერიკელმა დიზაინერმა გამოწვევა მიიღო და საკუთარ შემოქმედებითობას ახლებური კუთხით გამოცდის, ამაში კი, მას Gap დაეხმარება.

ზაქ პოსენი და ნაომი ქემბელი

ბრენდ Jacquemus-ის დაარსებიდან 15 წელი გავიდა. ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი საიუბილეო თარიღის აღნიშვნას იტალიაში გეგმავს. ცნობილია ლოკაციაც, სიმონ ჟაკმუსმა ჩვენებისთვის კაპრიში მდებარე მოდერნისტული ვილა Casa Malaparte შეარჩია. შოუ 10 ივნისს იგეგმება.

სიმონ ჟაკმუსი

არა საიუბილეო, თუმცა კრუიზულ შოუს სამშობლოდან მოშორებით გამართავს გუჩიც. იტალიურ მოდის სახლში საბატო დე სარნოს 2025 წლის კრუიზული კოლექცია ლონდონში გაიმართება. ბრენდის განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევანი განპირობებულია გუჩის ისტორიული და კულტურული კავშირებით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქთან. ჩვენება 13 მაისს იგეგმება.

Gucci-ს 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სარეკლამო კამპანია

აგრეთვე იხილეთ: რა უნდა იცოდეთ 2024 წლის RTW მოდის კვირეულების შესახებ