ბოლო წლების განმავლობაში, მოდის ინდუსტრიაში ნიჭიერი დიზაინერების ახალი ტალღა გამოჩნდა. კონკურენციის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ორმა ახალგაზრდამ, სებასტიენ მეიერმა და არნო ვაიონმა ნამდვილად შეძლეს თავის დამკვიდრება. 2013 წელს, დუომ ფრანგული მოდის სახლი – Coperni დააარსა, რომელიც სამოსის შექმნაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას ისახავდა მიზნად.

მეიერმა ბრენდი ასე დაახასიათა: “ინტელექტუალური, ჩაცმადი, სასურველი, დეტალებზე ორიენტირებული.”  მართლაც, ეს ელემენტები “კოპერნის” კოლექციებსა თუ შოუებზე, მკაფიოდაა გამოხატული. 

Coperni-ს დამფუძნებლები: სებასტიენ მეიერი და არნო ვაიონი.

ქართველი მომხმარებლებისთვის სასიხარულო სიახლეს კი, წარმოადგენს ის, რომ Coperni უკვე გამოჩნდა ადგილობრივ ქართულ ბაზარზეც.

დიახ, ბრენდი ხელმისაწვდომია New Trend-ის სივრცეში, რომელმაც თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად და დიდ ბრენდებს მოუყარა თავი. როგორც ჩვენი მკითხველისათვის უკვე ცნობილია, საქართველო პირველი მულტიბრენდული Department Store თბილისის შუაგულში, ჭავჭავაძის 46-ში გაიხსნა, სადაც თითეოული ბრენდის მაღაზიის მცირე ვერსიაა წარმოდგენილი, მათ შორის არის “კოპერნიც”.  

Coperni-ზე საუბრისას, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოდური მომენტი, როდესაც ბელა ჰადიდის სხეულზე, ლატექსის კაბა სპრეით პირდაპირ პოდიუმზე შეიქმნა. აღნიშნულ თემაზე ინტერნეტში დღესაც არ წყდება განხილვა. ბრენდის კრეატიული დირექტორის, სებასტიენ მეიერის თქმით, მათი სამოსის შექმნაში მომავლის ელემენტია ჩართული, “ჩვენ დაინტერესებული ვართ ტექნოლოგიებისა და სამოსის შექმნის ინოვაციური მეთოდებით. ამას შთაგონების წყაროდ ვიყენებთ.”აღნიშნავს იგი.

ბელა ჰადიდი Coperni-ს გაზაფხული-ზაფხული 2023 წლის ჩვენებაზე

რაც შეეხება New Trend-ში წარმოდგენილ კოპერნის მოდელებს, მაღაზიაში იხილავთ ბრენდის ყველაზე მოთხოვნად ნივთებს, სამოსისა და აქსესუარების ჩათვლით. მათ შორის “It” ჩანთებს, Swipe-სა და Cœur-ს სხვადასხვა ფერებში.

სებასტიენმა და არნომ “კოპერნის” შექმნისას მიზნად ტრადიციულ მოდის ინდუსტრიაში საინტერესო სიახლის შემოტანა დაისახეს, რასაც უკვე 10 წელია წარმატებულად ასრულებენ. აღსანიშნია, რომ არნოს პასუხისმგებლობა მენეჯმენტს, ბრენდის ბიზნესის მხარესა და დაგეგმარებას მოიცავს, ხოლო სებასტიენი ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელია.  2014 წელს, ფრანგულ ვოგთან საუბრისას, კითხვას, სად ხედავთ საკუთარ თავს 10 წელიწადში, დუომ შემდეგი პასუხი გასცა, სებასტიენი: “წარმატებული მოდის სახლის სათავეში.”, არნო: “მარტივია, თუმცა მსურს სამოსის შექმნის გაგრძელების შესაძლებლობა კვლავ მქონდეს.” 9 წლის შემდეგ, ორივეს ხედვამ გაამართლა და დღესდღეობით, ისინი წარმატებულ ბრენდს უდგანან სათავეში. 

Coperni-ს კოლექციების დასათვალიერებლად და შესაძენად ეწვიეთ New Trend-ის მულტი-ბრენდულ სივრცეს.