მიუხედავად იმისა, რომ ქართველები დიდ ყურადღებას უთმობენ ჩაცმის სტილს და მოდის ტენდენციებს, უყვართ მოდა და შოპინგი, ამავე დროს ძალიან კარგი და დახვეწილი გემოვნებითაც გამოირჩევიან, სამწუხაროდ, ამ დრომდე  თბილისში, სხვა მსოფლიო დედაქალაქებისგან განსხვავებით, დიზაინერული ბრენდების საშოპინგო გამოცდილება არ არის განვითარებული. ასე, მაგალითად, ამ დრომდე არ არსებობს ისეთი ქუჩები, როგორიც არის მილანში – Monte Napoleone, ნიუ-ორკში – Fifth Avenue, სადაც მაღალი მოდის ბევრი ცნობილი ბრენდია განლაგებული. არც Department Store ტიპის მაღაზიებით ვართ განებივრებულები, სადაც დიზაინერულ ბრენდებს საკუთარი კუთხე აქვს დათმობილი  და მომხმარებლებს დიდ არჩევანს სთავაზობენ ერთ სივრცეში, მაგრამ ამიერიდან ეს იცვლება. 

მოდის ინდუსტრიაში 25-წლიანი გამოცდილების შემდეგ, მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი “New Trend” სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და ჭავჭავაძის 46-ში, საქართველოში პირველი, 1000 კვ.მ-ზე განთავსებული Department Store გახსნა, სადაც ცნობილი ბრენდები პერსონალიზებული კუთხეებით არის წარმოდგენილი. 

საქართველოში დიზაინერული ბრენდების პირველი Department Store – New Trend.

Department Store არის განსხვავებული კონცეფციის მაღაზია, სადაც საერთო სივრცე დაყოფილია მცირე ზომის დეპარტამენტებად – ეს არის დიზაინერული ბრენდების ოფიციალური მაღაზიების მცირე ვერსია, ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინით. ამ კონცეფციის სივრცეებს ხშირად “Shop-in-Shop” ტიპის სავაჭრო სივრცეებსაც უწოდებენ.

ბრენდების ჩამონათვალი, რომელიც ჭავჭავაძის 46-ში არის წარმოდგენილი, შთამბეჭდავია: MM6 MAISON MARGIELA, JUNYA WATANABE, COMME DES GARÇONS, PLAY CDG , AMI PARIS , COPERNI, MARNI , R13 ,  DSQUARED, MSGM, SPORTMAX, ELEVENTY, JACOB COHEN , ZADIG&VOLTAIRE, EMPORIO ARMANI. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამდენი ცნობილი დიზაინერის  ოფიციალური მაღაზია იხსნება ერთდროულად და ერთ სივრცეში.

ცნობილი ბრენდების პერსონალიზებული კუთხეები New Trend-ში.

New Trend-ის ახალ სივრცეში სტუმრობა მომხმარებლებისთვის უნიკალური გამოცდილება იქნება – აქ შეიძენთ, როგორც უკვე აღიარებული ბრენდების ნამუშევრებს, ასევე მოდის კვირეულებზე ახლად გამოჩენილი დიზაინერების კოლექციებს, გაეცნობით მსოფლიო მოდის მიმდინარე ტენდენციებს როგორც მოდის ინდუსტრიაში, ისე სახლის ინტერიერისა და სასაჩუქრედ განკუთვნილი ნივთების მიმართულებით. 

(c) New Trend

ჭავჭავაძის 46 იქნება არა მხოლოდ საუკეთესო ადგილი სასიამოვნო შოპინგისთვის, ის ხშირად დაეთმობა სხვადასხვა არტ ღონისძიებას. New Trend ითანამშრომლებს ქართველ არტისტებთანაც და შემოგვთავაზებს საინტერესო კოლაბორაციებს.