Bloomberg-ის ინფორმაციით, ილონ მასკისა და ჯეფ ბეზოსის შემდეგ, ბერნარ არნო მესამე ადამიანია მსოფლიოში, რომლის ქონებამაც 200 მილიარდს გადააჭარბა.

LVMH-ის პრეზიდენტი, მოდის ინდუსტრიის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო უკვე წლებია არ თმობს მოწინავე პოზიციებს Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში. გასული წლის დეკემბერში კი, მან უკან მოიტოვა ილონ მასკი და პლენტის ყველაზე მდიდარი ადამიანიც გახდა. აღანიშნავია, რომ წარსულში ბერნარის ქონება 150 – 190 მილიარდამდე მერყეობდა, ახლა კი, პირველად, 200 მილიარდს აღემატება.

ბერნარ არნო დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, მოდის ინდუსტრიაში მისი ბრწყინვალე კარიერა გაკოტრებული Christian Dior -ის შეძენით დაიწყო, გასული საუკუნის 1980-იან წლებში. დღესდღეისობით, ბერნარი მოდის უმსხვილესი კონგლომერატის სათავეშია და დიორთან ერთად, ფლობს ისეთ ბრენდებს როგორებიცაა: Louis Vuitton, Givenchy, Celine, Tiffany.co, Sephora და ა.შ.

აგრეთვე იხილეთ: როგორ გახდა ბერნარ არნო მოდაში ყველაზე მდიდარი ადამიანი?