2021 წელს, ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ (რომელიც პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელს იყენებს) ჟურნალ WWD-ის გაუმხილა, რომ თავის პირველ სუნამოზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა. მას შემდეგ, ბალენსიაგას გულშემატკივრები ელიან სიახლეს დემნას პირველ პარფიუმზე.

ბალენსიაგას მფლობელი კომპანიის, Kering -ის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა, მათ შორის მფლობელმა და პრეზიდენტმა, ფრანსუა ანრი პინომ აღნიშნეს, რომ 2024 წლის მეორე ნახევარში, Bottega Veneta წარადგენს ბრენდის ისტორიაში პირველ სუნამოს. ბოტეგა ვენეტას შემდეგ კი, ბალენსიაგასა და ალექსანდრ მაკქუინის პარფიუმის ხაზების პრეზენტაცია შედგება.

აქვე გეტყვით, რომ Balenciaga -ს 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებას დემნა 3 მარტს, პარიზის მოდის კვირეულზე გამართავს. რაც შეეხება ბალენსიაგას პარფიუმის ხაზს, ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

აგრეთვე იხილეთ: 2023 წლის ბოლო კვარტალში Gucci-სა და Balenciaga -ს მფლობელი კომპანიის გაყიდვებმა 4%-ით იკლო