ჯერ ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც რიკარდო ტიშიმ ბარბერისთვის თავისი სადებიუტო კოლექცია წარადგინა, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მას ჩამოყალიბებული ხედვა და მიზნები აქვს, იცის საითკენ მიჰყავს დიდი მემკვიდრეობის მქონე ბრენდი და რისი შენარჩუნება, შეცვლა თუ დამატება უნდა მისთვის. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ ტიშის ფილოსოფია ბარბერისთვის ასეთია: მას იცვამს ყველა – გოგო, ბიჭი, ქალი, კაცი, შენარჩუნებული აქვს თავისი ყველა ღირსება, ბრენდის ისტორია წინა პლანზეა წამოწეული და შექმნილი დიზაინის ბოლოს გოთიკური სენსუალობით ტიშის ხელწერა რჩება.
ვოგის გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში რიკარდოს მიზნები კიდევ უფრო ნათლად იკვეთება. მას სურს ხალხს არამარტო ბრენდი, ბარბერი, გააცნოს, არამედ მის დამაარსებელ პიროვნებაზე, თომას ბარბერზე, უამბოს.
„მოსვლისას აღმოვაჩინე, რომ თომას ბარბერის ისტორია ძალიან მიმზიდველია. ის მხოლოდ თრენჩი და ჩეკი არ არის, მათ მიღმა ადამიანია. დროთა განმავლობაში მინდა, არქივი უფრო მეტად გავხსნა და ისტორია ვაჩვენო, რადგან თომას ბარბერის ამბავი ძალიან საინტერესოა. ის საკმაოდ გაბედული იყო, რისკების არ ეშინოდა. ასეთ რეალობაში, სადაც კომპიუტერიზებული ცხოვრებით ვცხოვრობთ და კომპიუტერებით და ტელეფონებით ვარ შეპყრობილები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოდის სახლის გაადამიანება.“ – რიკარდი ტიში
თომას ბარბერის ისტორია რიკარდო ტიშის ამბავთან და შემოქმედებასთან გაერთიანდა, ცენტრალური ადგილი დაიკავა და ეს კომბინაცია ბრიტანული მოდის სახლის ვრცელ ისტორიაში მნიშვნელოვან თავად იწერება.
„ამ სამყაროში არაფერს აქვს ისეთი ძალა, როგორიც კარგ ისტორიას.“ – რიკარდო ტიში
ბარბერის ახალი მონოგრამა, რომელიც რიკარდომ გრაფიკულ დიზაინერ პიტერ სევილთან ერთად შექმნა, დიზაინერის ბრენდის “გაადამიანურებისკენ” გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
„არქივში თომას ბარბერის ძველი ნახატები და გრაფიკული ნამუშევრები ვნახე. მას საკუთარი ინიციალები ჰქონდა გაკეთებული, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. რატომ არ უნდა გამევითარებინა რაღაც, რაც ეპოქის დასაწყისს წარმოადგენს?“ – რიკარდო ტიში
ბარბერის ახალი, 2020 წლის Resort კოლექციაც დანარჩენების მსგავსად ავლენს რიკარდოს მისწრაფებას, რომელიც განსაკუთრებით აშკარა ჯიჯი ჰადიდის მონაწილებით გამოსულ კამპანიაში იყო — მისი ჩაცმა ყველას შეუძლია.
კოლექციიდან გამოირჩეოდა საღამოს ლუქები, რომლებიც ამ მიმართულებით ტიშის ისევ საინტერესოს და დამაინტრიგებელს ტოვებს.