24 წლის ამერიკელი ტოპ მოდელი თებერვალში ბარბერის ჩვენებაზე პირველად გამოვიდა, ახლა კი ბრენდის მონოგრამის კაფსულა კოლექციის კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა. ეს ჯიჯისთვის ბარბერის პირველი კამპანიაა.
ბარბერის ახალი ლოგო გასული წლის აგვისტოში შეიქმნა ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, რიკარდო ტიშისა და ბრიტანელი მხატვრული დირექტორის, პიტერ სევილის თანამშრომლობის შედეგად. მონოგრამა ბრენდის დამფუძნებელს, ტომას ბარბერის, ეძღვნება და მის ინიციალებს “TB” აერთიანებს.
“როდესაც ბარბერიში პირველად დავიწყე, დიდი დრო დავხარჯე არქივებში მოდის სახლის მდიდარი ისტორიის ძებნაში. ტომას ბარბერიმ მალევე დამაინტერესა, თუ ვინ იყო ის არამარტო როგორც ინოვატორი, არამედ როგორც მამაკაცი, მამა და ქმარი. როდესაც მისი ინიციალები ვიხილე, დიზაინმა ძალიან განსაკუთრებული და თანამედროვე შთაბეჭდილება დამიტოვა, ამიტომ მოდის სახლის ახალ კოდად გარდავქმენი. სიმბოლო არამარტო ბრენდის მემკვიდრეობას აღნიშნავს, ის ამავდროულად ძალიან თანამედროვეა” – რიკარდო ტიში
ჰადიდმა კამპანიისთვის 4 განსხვავებული როლი მოირგო: გოგოს, ბიჭის, ლედის და მამაკაცის. კამპანია ნიკ ნაითმა გადაიღო.
“რიკარდოს შემოქმედება ყოველთვის მიყვარდა და პატივს ვცემდი. ჩემთვის დიდი პატივია და მადლობელი ვარ, რომ ეს პროექტი მანდო. ბარბერის პოდიუმზე ჩემი დებიუტისას პირველად მომიწია რიკარდოსთან თანამშრომლობა, შესაფერისი დრო იყო. ეს იყო პირველი საშუალება ერთმანეთის გასაცნობად. როგორც კი გავიგე, თუ რა უნდა გამეკეთებინა, მივხვდი, როგორ მინდოდა თითოეული პერსონაჟი გამეცოცხლებინა და მათი განსხვავებული მხარეები მენახებინა” – ჯიჯი ჰადიდი
ვიდეო კამპანიიდან: