
ამერიკული Vanity Fair-ის აპრილის ნომერს ბრაზილიელი სუპერმოდელი, ჟიზელ ბუნდჩენი ამშვენებს. გარეკანზე ჟიზელს სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმით, ბზინვარე კანითა და ოქროსფერი ტალღოვანი თმით ვხედავთ. სექსუალური, ლაღი და თავისუფალი ქალის იმიჯმა, რომელიც სანაპიროზე თავდაჯერებით დააბიჯებს, ჟიზელს მოდაში ბრწყინვალე წარმატება მოუტანა.
მისი ლეგენდარული კარიერა 20 წელზე მეტს ითვლის, თუმცა როგორც ცნობილ ამერიკული გამოცემის ახალ სტატიაში ვკითხულობთ, სუპერმოდელისთვის “დიდი მოდური მომენტები” ჯერ კიდევ წინ არის. ამის შესახებ Vanity Fair-ის ჟიზელის აგენტმა ანა ნელსონმა გაუმხილა. ნელსნის თქმით, პარიზის მოდის კვირეულში მონაწილე ბრენდებისგან ჟიზელის პოდიუმზე გამოსვლასთან დაკავშირებული “მილიონი თხოვნა მიიღო”. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერმოდელმა პოდიუმიდან წასვლა 2015 წელს გადაწყვიტა. მაღალი მოდის პოდიუმზე ჟიზელის ბოლო გამოსვლა კარლ ლაგერფელდის ხელმძღვანელით, Chanel -ის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ, მას შემდეგ, ბუნდჩენი მხოლოდ ფოტოსესიებსა და სარეკლამო რგოლებში იღებს მონაწილეობას. ახალ ინტერვიუში, სუპერმოდელმა Vanity Fair-ს კითხვაზე, აპირებს თუ არა პოდიუმზე დაბრუნებას, ასეთი პასუხი გასცა: “არასოდეს თქვა არასოდეს, ერთადერთი რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში გადაწყვეტილია არის ცვლილება.”
გასულ წელს, სუპერმოდელმა 13 წლიანი ქორწინება დაასრულა ამერიკული ფეხბურთის ცნობილ მოთამაშე ტომ ბრედისთან და ახლა მის არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდია.
Vanity Fair აპრილი 2023



