ვინტაჟური მოდა შესაძლოა იყო გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი, თუმცა ზენდეიას ახალი ლუქი გვარწმუნებს, რომ არც 2023 იქნება ვინტაჟისგან თავისუფალი. კალიფორნიაში NAACP Image Awards-ის წითელ ხალიჩაზე, ახალგაზრდა ვარსკვლავი ვერსაჩეს და პრადას ვინტაჟური კოლექციებით გამოჩნდა.

კინო სამყაროში ზენდეიას პოპულარობის მკვეთრი ზრდა HBO-ს გახმაურებულ სერიალს, Euphoria-ს უკავშირდება, თუმცა მოდაში მისი გავლენის ზრდა იმიჯის სრულყოფამ განაპირობა.

ზენდეიას კოსტიუმების შერჩევაზე ლო როუჩმა იმუშავა. ლო როუჩი ამერიკელი სტილისტია, ის თავს „იმიჯის არქიტექტორს“ უწოდებს. სწორედ როუჩი გახლავთ პასუხისმგებელი ზენდეიას სტილის ტრანსფორმაციაზე.