ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მოულოდნელი და სასტიკი თავდასხმის შემდეგ, ისრაელში შექმნილი საომარი მოქმედების გამო, Inditex-მა ქვეყანაში არსებული ყველა მაღაზია დახურა. ხელმისაწვდომი ტანისამოსის ცნობილი ესპანური კონგლომერატი, Inditex ისრაელის მასშტაბით, 80-ზე მეტ მაღაზიას ოპერირებს, მათ შორის ისეთი ბრენდების, როგორებიცაა: Zara, Bershka, Pull & Bear, Stradivarius და ასე შემდეგ. ცნობილი ხდება, რომ ისრაელში, დროებით, Mango-ს და H&M-ის მაღაზიებიც დაიხურება.
ხსენებულ ბრენდებზე ისრაელში მოთხოვნა მაღალია, როგორც Inditex -ის ადგილობრივი წარმომადგენლები განმარტავენ, ისინი მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან და სამომავლო გეგმას მომდევნო 30 დღის განმავლობაში განიხილავენ.