Inditex – ხელმისაწვდომი მოდის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Zara, Bershka, Stradivarius, Massimo Dutti, Oysho, Pull&Bear, რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ემშვიდობება. ესპანური კომპანია რუსეთში არსებულ ბიზნესებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ კომპანიაზე, Daher group-ზე ყიდის. ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვიქტორ იევტუჟოვი.

2022 წლის 24 თებერვლამდე, Inditex რუსეთში 515 მაღაზიას ფლობდა და ასაქმებდა ჯამში 10,000-ზე მეტ თანამშრომელს, თუმცა უკრაინაში დაწყებული გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შემდეგ, ესპანურმა კომპანიამ რუსეთში მდებარე ყველა მაღაზია დახურა.

ცნობილია, რომ Daher group ზარას, ბერშკას, მასიმო დუტის და სხვა ცნობილი ბრენდების ჩანაცვლებას შემდეგი ხაზებით აპირებს: Maag, Dub, Ecru, Vilet. Inditex-ში განმარტავენ, რომ ხსენებულ ბრენდებთან არავითარი კავშირი არ ექნებათ.