სიახლეს მოდის პრესის გავლენიანი გამოცემა WWD ავრცელებს. ბალენსიაგას ახალი კოლექციის ჩვენება 22 მაისს, ნიუ-იორკში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დემნას პირველი შოუ, რომელიც პარიზში არ გაიმართება.

WWD ადასტურებს სეზონსაც – დემნა Balenciaga-ს 2023 წლის გაზაფხულის კოლექციას წარადგენს. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.