მოდის პრესის გავლენიანი გამოცემა სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანული ბრენდის და რიკარდო ტიშის თანამშრომლობა 2023 წლის დასაწყისში შეწყდება.
როგორც ვკითხულობთ, ბარბერიში უკვე მართავენ გასაუბრებებს დიზაინერებთან, რომლებიც ტიშის შემცვლელებად განიხილებიან. მათ შორის არის ბოტეგა ვენეტას ყოფილი კრეატიული დირექტორი დენიელ ლი.
ამ თემასთან დაკავშირებით ბარბერის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ტიშის მომდევნო კოლექციის ჩვენება 17 სექტემბერს ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.