მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაღალი მოდის ლეგენდარული დიზაინერი, ჯონ გალიანო მასმარკეტის ცნობილი ესპანური ბრენდისთვის, Zara-სთვის შექმნის კოლექციებს, ინტერნეტში ლაპარაკი არ წყდება. რეაქციები მრავალფეროვანია, თუმცა ხმაურისა და სუბიექტური შეფასებების მიღმა, ჩნდება კითხვა – რას გვიჩვენებს რეალური მონაცემები? სწორედ აქ ერთვება თანამედროვე ტექნოლოგიების როლი, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, შევაფასოთ საზოგადოებრივი აზრი.

Hapttic-თან თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რეალურად რას ფიქრობს ხალხი Zara-ს და ჯონ გალიანოს თანამშრომლობაზე. Hapttic აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო “Global Business Award 2025”-ის მფლობელი Software კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ციფრულ არხებზე დაგენერირებული მონაცემების ანალიზს აკეთებს და ეხმარება კომპანიებს მარკეტინგული კვლევის, აუდიტორიის დამოკიდებულების, შეფასებებისა და ინტერაქციების ანალიზში.

Zara x John Galliano კოლაბორაციის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სიახლის გავრცელებიდან 72 საათში,  თანამშრომლობის შესახებ, ინტერნეტში 1.8 მილიონამდე გამოხმაურება დაფიქსირდა, რაც თანამედროვე მოდის სტანდარტებით, მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

რომელია დისკუსიის ძირითადი პლატფორმები?

ყველაზე ხშირად, კოლაბორაციის შესახებ, TikTok-სა და Instagram-ზე საუბრობდნენ. დაახლოებით 65% მთელი დისკუსიისა მოდის TikTok-სა და Instagram-ზე,  ეს მიუთითებს მომხმარებლის მხრიდან ვიზუალურ და ესთეტიკურ ჩართულობაზე.

  • TikTok → ვირუსული ე,წ, „outfit breakdown“-ები
  • Instagram → ესთეტიკური ვიზუალები, ინფლუენსერების შეფასებები
  • X (Twitter) → დაპირისპირება და „Luxury vs fast fashion“ დებატები
  • Reddit → ღრმა, თითქმის ფილოსოფიური განხილვები

მსგავსი ჩართულობა და გამოხმაურება მიუთითებს შემდეგს – ამ კოლაბორაციაზე არ ლაპარაკობენ, როგორც ვიწროდ პროდუქტსა და ტანსაცმელზე, ის განიხილება, როგორც იდეა, ვიზუალი და პოზიცია.

John Galliano x Zara

რომელია დისკუსიის ძირითადი თემები და საკითხები?

ყველა პლატფორმაზე ერთი და იგივე კითხვა ტრიალებს: „მაღალი მოდა ხვდება მასობრივ წარმოებას – რამდენად სწორია ეს?“ მოდის ტიპური კოლაბორაციებისგან განსხვავებით,  მონაცემები გვაჩვენებს, რომ დისკუსია არაა ერთსახოვანი, დიალოგები იდეოლოგიური, კულტურული, წინააღმდეგობრივი და პოლარიზებულია. 

დიალოგის 40-45% ჯონ გალიანოს შემოქმედებით იდენტობასა და ზარას მასმარკეტის მოდელს შორის შეუთავსებლობაზეა: “გალიანო ნამდვილი კუტიურიეა, ზარა კი, სწრაფი მოდის გიგანტი, რომელიც სხვა დიზაინერების კოლექციების ანალოგებს ქმნის, ეს ორი ცალსახად შეუთავსებლად ჟღერს, მაგრამ მაინც საინტერესოა.” სწორედ ეს არის დისკუსიის ძირითადი ნარატივი. 15-20% ხაზს უსვამს ხელმისაწვდომობასა და მოდის დემოკრატიზაციის შესაძლებლობას, “ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ შეეძლოთ შეეძინათ გალიანოს კოლექციები, ახლა შეძლებენ,”  ხოლო 10-15% ორიენტირდება ეთიკურობასა და მდგრადობაზე: “ეს კოლაბორაცია წინააღმდეგობაში მოდის მდგრადი განვითარების პრინციპებთან, ძირს უთხრის ლუქს მოდის რეპუტაციას და იდენტობას.”

როგორი განწყობები ჭარბობს? 

აქ ყველაზე საინტერესო არის ე.წ. „I hate that I like this“ (არ უნდა მომწონდეს, მაგრამ მომწონს) ფენომენი – მომხმარებლები არ არიან უბრალოდ „პოზიტიურები“ ან „ნეგატიურები“, ისინი საკუთარ თავთან და აზრებთან კონფლიქტშიც არიან და სწორედ ეს ქმნის მეტ კომენტარს, გაზიარებას და უფრო ხანგრძლივ დისკუსიას.

განწყობა ციფრებში ასე გამოიხატა:

  • 45-55% – პოზიტიური
  • 20-25% – ნეიტრალური
  • 25-30% – ნეგატიური

ჯენ ზი / ტიკტოკის აუდიტორიამ სიახლე პოზიტიურად მიიღო, მონაცემები გვაჩვენებს, რომ მათ მოდის პოლიტიკა და მასმარკეტსა თუ ლუქს მოდას შორის არსებული დაპირისპირება არ აინტერესებთ, მთავარია ტანისამოსი კარგად გამოიყურებოდეს. მოდის ინდუსტრიის პროფესიონალებში განწყობები უფრო ნეგატიურისკენ იხრება.

მონაცემები საკმაოდ მკაფიოა:

  • ინდუსტრიის პროფესიონალები → სკეპტიკური
  • ტრადიციული მოდის მედია → კრიტიკული
  • Gen Z / TikTok → პოზიტიური და გავლენიანი

აღსანიშნავია ის, რომ სხვა ტიპური კოლაბორაციებისგან განსხვავებით, ნეგატიური განწყობა ვლინდება ინტელექტუალურ კამათში და არა აგრესიულ რიტორიკაში.

John Galliano x Zara

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ პროდუქტის გამოშვება არ არის, ეს ერთგვარი კულტურული და იდეოლოგიური ტესტია, საქმე ღირებულების ხელახლა განსაზღვრას ეხება და არა მხოლოდ მოდას და ტანსაცმელს. შეუძლია თუ არა “Luxury/Couture” იდენტობას გადარჩენა მასობრივი ხელმისაწვდომობის პირობებში? ათწლეულების განმავლობაში, მაღალი მოდგა იდგა სამ რამეზე: იშვიათობა, ფასი, დისტანცია მასებიდან. Zara x John Galliano კი, წინააღმდეგობაში მოდის სამივესთან. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ინტერნეტში გამოხმაურებას.

გამოიწერეთ Hapttic -ის სოციალური არხები:

Facebook

Instagram

LinkedIn