19-21 ივნისს, რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – Global Tech Weekend Tbilisi 2026 ბრუნდება. ვორქშოფები, კონფერენციები და ინდუსტრიული შეხვედრები მთელი თბილისის მასშტაბით გაიშლება და ერთ დიდ მოძრაობად გადაიქცევა. ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ ღონისძიებაზე დამსწრე თითოეული ადამიანი ახალ ცოდნას, კავშირებს და შთაგონებას მიიღებს, გამომდინარე იქიდან, რომ მიზანი მხოლოდ კონფერენციების ჩატარება არ არის – ისინი ცდილობენ შექმნან სივრცე, სადაც ცოდნა, პროფესიული კავშირები და შთაგონება ერთდროულად იბადება. ორგანიზატორების ასეთ, შეიძლება ითქვას, რომ ამბიციურ პირობასა და მიზანს გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის მასშტაბურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს.
როდესაც წლევანდელი ღონისძიების მასშტაბებზე ვსაუბრობთ, ეს უკანასკნელი ციფრებში ყველაზე კარგად ჩანს, GTWT 2026 -ზე გაერთიანდება: 200+ სპიკერი, 150+ კომპანია, 300+ ინვესტორი და 80+ ღონისძიება. მრავალფეროვანი და მასშტაბურია სფეროები და საკითხებივ, რომლებსაც 200-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი მოიცავს. GTWT 2026 -ზე გააერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech, ფინტექი და ბანკინგი, ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი, ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა, ვიდეოთამაშები და eSports, კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები, ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა, ჯანმრთელობის ტექნოლოგიები, მედია და ციფრული მარკეტინგი, ხელოვნება და კულტურა.

მოდა და ტექნოლოგიები ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული, თუმცა ბოლო დროის პროგრესმა ეს კავშირი სრულებით ახალ დონეზე აიყვანა, იმაზე თუ როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოდის სამყარო, Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში, Fashionholics Magazine-ის დამფუძნებლებიც ვისაუბრებთ.
19 ივნისს, ღონისძიების პირველ დღეს, 80-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც ძირითადად ვორქშოფების, კონფერენციების, დახურული სამუშაო შეხვედრებისა და ლექციების ფორმატში წარიმართება. 21 ივნისს, კულტურულ გამოცდილებაზე ორიენტირებული აქტივობები, არაფორმალური ბიზნეს შეხვედრები და დახურვის ცერემონია იგეგმება. რაც შეეხება ღონისძიების მთავარ დღეს, ეს უკვე 20 ივნისს, Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც სტუმრებს თემატური პავილიონები, დისკუსიები, ექსპო სივრცეები, ინტერაქციული აქტივობები და ნეთვორქინგის ზონები დახვდებათ. 20 ივნისს, სტუმრები შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ და 23:00 საათამდე შეძლებენ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას. გარდა პანელური დისკუსიებისა, Factory Tbilisi-ის დიდ სივრცეში, პარალელურად მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი ზონები და მოსასვენებელი სივრცეები, რათა სტუმრებმა კონფერენციებს შორის ნეთვორქინგი და განტვირთვა მყუდრო გარემოში შეძლონ.
Google, Apple, Revolut, Nike, Fuckup Nights: ეს მოკლე ჩამონათვალია იმ გიგანტი ბრენდებისა, რომელთა წარმომადგენლებსაც გლობალ ტექ ვიქენდის სცენებზე შეხვდებით. ყველა სპიკერისა და ღონისძიების სრული განრიგის ნახვას gtwt.ge-ზე შეძლებთ.
,,ჩვენ გვინდა ქართულ აუდიტორიას ისეთი ადამიანები გავაცნოთ, რომლებიც დიდი გლობალური პროექტების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ვიცით, რომ ლოკალური ტექ. ეკოსისტემების განვითარება შეუძლებელი იქნება მსოფლიო გამოცდილებებთან სინქრონიზაციისა და საერთაშორისო პულსის შეგრძნების გარეშე გარეშე. რეგიონის ტრანსფორმაცია კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და გვჯერა, მისი მიღწევა სწორედ ცოდნის მიმოცვლით არის შესაძლებელი.” – აღნიშნავს ჯაბა კიკვიძე, მოძრაობის თანადამფუძნებელი.
GTWT 2026 -ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია gtwt.ge | TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live-ზე. სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ GTWT 2026 -ის ოფიციალურ მედია არხებს:
Instagram / Facebook / LinkedIn




