სწრაფი კვების ცნობილი კომპანია, „ქეი ეფ სი“ ახალი მენიუსთვის სპეციალურ მოდურ აქსესუარსაც გვთავაზობს. სხვადასხვა სარეკლამო კამპანიების ფარგლებში, საკვები კომპანიები არც თუ ისე იშვიათად ქმნიან კაპსულა კოლექციებს, თუმცა KFC-ის ახალი ჩანთის დიზაინი და ფასი განსხვავდება ტრადიციული შემოთავაზებებისგან.
აქსესუარის სახელწოდებაა – “Wrapuette”
KFC-ის დიზაინი შთაგონებებულია ტრადიციული ფრანგული სტილის „ბაგეტის ჩანთით“, რომელიც ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში. რაც შეეხება ფასს, ე.წ. “Wrapuette”-ის ღირებულება 249 დოლარია.