ფრანგული მოდის სახლის, დიორის ამბასადორების რიგებს კიდევ ერთი ცნობადი სახე შეემატა. ახალგაზრდა მსახიობი და მუსიკოსი, უილოუ სმიტი ბრენდის კოსმეტიკური ხაზის პროდუქტებს გაუწევს რეკლამას. ბრენდმა სიახლე სოციალურ ქსელებში ახალი სარეკლამო კამპანიის წარდგენით გაავრცელა.

სმიტი წარსულშიც თანამშრომლობდა მაღალი მოდის ისეთ სახელგანთქმულ ბრენდებთან, როგორებიცაა მუგლერი და მარჯიელა, თუმცა დიორთან ეს არტისტის პირველი ოფიციალური თანამშრომლობაა. როგორც ახალდგავრცელებული კამპანიიდან ვიგებთ, თავდაპირველად, უილოუ რეკლამას გაუწევს დიორის ორ პროდუქტს, ესენია:  Dior’s Forever Glow Stars Filter და Forever Glow Maximizer. ორივე პროდუქტი ე.წ. ჰაილაითერისა და ილუმინატორის ფუნქცია აქვს და სახეს ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს.