2011 წლის აპრილში HBO-ზე, ჯორჯ მარტინის რომანის – “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” მიხედვით გადაღებული სერიალის, სამეფო კარის თამაშების (Game of Thrones) პირველი ეპიზოდი გავიდა. სერიალმა მაყურებლის უდიდესი აუდიტორია პირველივე სეზონებიდან მოიპოვა. დროსთან ერთად, GOT სატელევიზიო შოუების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე განხილვად პროექტად იქცა. არ გავაზვიადებთ თუ დავწერთ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, GOT სატელევიზიო სერიალების ერთ-ერთ საკულტო ნამუშევარია.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ჯორჯ მარტინმა გამოცემა Hollywood Reporter-თან ინტერვიუში, აღნიშნა, რომ მისი სურვილი იყო “ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე” ფილმი გადაღებული. მარტინის რომანის მიხედვით ფილმის გადაღების სურვილი სერიალის შემქმნელებსაც გაუჩნდათ, თუმცა Game of Thrones-ის რეიტინგი იმდენად მაღალი იყო, რომ HBO-ზე პროექტი სერიალის სახით გაგრძელდა. სამეფო კარის თამაშების რვა სეზონი 2011-2019 წლებში გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ბოლო სეზონის გამოსვლიდან უკვე ხუთი წელი გავიდა, GOT-ის შესახებ საუბარი არ წყდება. ახალხან, ისევ Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამეფო კარის თამაშების ფილმი მაინც გამოვა და ამ პროექტზე Warner Bros. უკვე მუშაობს. ჯერ-ჯერობით სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.