
მოდის ცნობილი ჟურნალი ჩინურ ბაზარზე შედის. W Magazine-მა კონტრაქტი გააფორმა MC Style Media-სთან, რომელიც ჩინეთში გამოსცემს კიდევ ერთ ცნობილ ჟურნალს – Marie Claire China-ს. აღმასრულებელი დირექტორის, ალექს სანის და მთავარი რედაქტორის, მიქს ვეის ხელმძღანელობით, ჩინური W Magazine მუშაობას აპრილიდან დაიწყებს. თავდაპირველად, გამოცემა ციფრულ კონტენტს შექმნის, რომელიც გაეშვება ჩინეთში პოპულარულ სოციალურ ქსელებში, როგორებიცაა: WeChat, Xiaohongshu (RED) და Weibo.


ჩინეთის მნიშვნელობის ზრდა მოდის ინდუსტრიაში გასული ათწლეულიდან შესამჩნევი გახდა. ისევე როგორც გლობალურ პოლიტიკაში, ჩინეთი ახლა, როგორც არასდროს, მოდასა და კულტურაშიც განსაკუთრებულ როლს ირგებს. ინდუსტრიაში შანხაის უკვე ღიად მოიხსენიებენ, როგორც მოდის მეხუთე დედაქალაქს, ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანის და პარიზის შემდეგ.