ემანუელ ალტის Vogue Paris-ის მთავარი რედაქტორის პოზიციის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია პირველად მაისში გავრცელდა. სიახლე ოფიციალურად სექტემბერში დადასტურდა. ალტი პარიზის ვოგის მთავარ რედაქტორად 2011 წელს დაინიშნა.
აღნიშნულ პოზიციაზე მან გავლენიანი და ყველასთვის კარგად ცნობილი კარინ როიტფელდი ჩაანაცვლა. მაშინ ყველა თანხმდებოდა, რომ სკანდალური და ხმაურიანი როიტფელდის შემდეგ, ემანუელი ვოგის ისტორიული გამოცემისთვის ფრთხილი და გონივრული არჩევანი იყო.
ემანუელ ალტის მიდგომაში რადიკალური და წინააღმდეგობრივი ნაბიჯებისთვის ადგილი არასდროს იყო, თუმცა მისმა უკომპრომისო და მკაფიოდ ჩამოყალიბებულმა ხედვამ მოდის მოყვარულების გული მალე დაიპყრო. 2011 წელს, თავისი პირველი ნომრისთვის, ემანუელმა ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჩენი შეარჩია.
Vogue Paris აპრილი 2011
ემანუელ ალტის პირველი ნომერი მთავარი რედაქტორის ამპლუაში.
ფოტოგრაფები: Inez & Vinoodh.
მიუხედავად იმისა, რომ როიტფელდის ხმაურიანი მმართველობის შემდეგ, ჟიზელი Dolce & Gabbana – ს კაბაში ზედმეტად ფრთხილი კომბინაცია იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალტის სადებიუტო ნომერი ზუსტად წარმოაჩენდა მის ხედვას. ემანუელის ხელმძღვანელობით, Vogue Paris იქცა გამოცემად, რომელშიც ყოველთვის იყო დრო და ადგილი სუპერმოდელებისთვის სეზონის ყველაზე ტრენდულ ტანისამოსში.
გთავაზობთ დასამახსოვრებელ გარეკანებს ემანუელ ალტის 10 წლიანი მოღვაწეობიდან, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა.
Vogue Paris მაისი 2011 – ქეით მოსი
Vogue Paris თებერვალი 2012 – დარია ვერბოვი
Vogue Paris ივნისი/ივლისი 2012 – ჟიზელ ბუნდჩენი
Vogue Paris სექტემბერი 2012 – ქეით მოსი, დარია ვერბოვი, ლარა სტოუნი.
Vogue Paris ოქტომბერი 2013 – ედიტა ვილკევიჩიუტე
Vogue Paris მარტი 2014 – ლარა სტოუნი
Vogue Paris ივნისი/ივლისი 2014 – ნატაშა პოლი
Vogue Paris სექტემბერი 2014 – ნატალია ვოდიანოვა
Vogue Paris მარტი 2015 – ქეით მოსი, დარია ვერბოვი, ლარა სტოუნი.
Vogue Paris მაისი 2015 – ლია კებედე
Vogue Paris აგვისტო 2015 – ანა ევერსი
Vogue Paris მარტი 2016 – ჯიჯი ჰადიდი
Vogue Paris ივნისი/ივლისი 2016 – ისელინ სთეირო
Vogue Paris მარტი 2017 – ვალენტინა სამპაიო
Vogue Paris ოქტომბერი 2017 – კარა დელევინი
Vogue Paris დეკემბერი 2017/იანვარი 2018 – რიანა
Vogue Paris სექტემბერი 2018 – ნაომი ქემბელი & კრისტი ტორლინგტონი
Vogue Paris დეკემბერი 2018/იანვარი 2019 – ჯეინ ბირკინი, შარლოტ გენსბური, ლუ დუაიონი.
Vogue Paris მაისი 2019 – რიან ვან რომფეი
Vogue Paris ივნისი/ივლისი 2019 – ჟიზელ ბუნდჩენი
Vogue Paris ნოემბერი 2020 – რიან ვან რომფეი
Vogue Paris ივნისი/ივლისი 2021 – იმან ჰამამი
2021 წლის ოქტომბერში ფრანგმა სტილისტმა და რედაქტორმა პარიზის ვოგში 10 წლიანი მოღვაწეობა Guy Bourdin -ის გარეკანით დაასრულა.
Vogue Paris ოქტომბერი 2021
ემანუელ ალტის ბოლო ნომერი მთავარი რედაქტორის ამპლუაში
აღსანიშნავია, რომ Condé Nast-ში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ვოგის რამდენიმე გამოცემაში მთავარი რედაქტორის თანამდებობას საერთოდ აღარ შევხვდებით, ამიტომ ემანუელ ალტს ამ პოზიციაზე არავინ შეცვლის.
რაც შეეხება ახალ ლიდერს, Condé Nast-მა პარიზის ვოგის ერთ-ერთი რედაქტორი Eugénie Trochu დააწინაურა. სწორედ ის დაიკავებს გამოცემის სარედაქციო კონტენტის ხელმღვანელის თანამდებობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ტროშუ პასუხისმგებელი იქნება ვოგის ევროპული გამოცემების დირექტორთან, ედვარდ ენინფულთან, რომელიც ამავდროულად გახლავთ ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი.
ეს ყველაფერი არ არის, ემანუელ ალტის წასვლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ Vogue Paris იცვლის სახელს და ხდება Vogue France. ფრანგული ვოგის პირველი ნომერი 4 ნოემბერს გავრცელდება.