ვის წარმოუდგენია Versace -ს მოდის სახლი სუპერმოდელების გარეშე?! ლეგენდარული იტალიური ბრენდის დამფუძნებელს, ჯანი ვერსაჩეს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც დიზაინერს, რომელმაც სუპერმოდელების ფენომენი შექმნა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, ვერსაჩეს პოდიუმზე შედგა „დიდებული ოთხეულის“ მომენტი, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა სამოდელო ბიზნესში.
„თუ ჩემი სუპერმოდელად შექმნის მომენტის მონიშვნა მომიწევს, ვიტყვი რომ ეს ვერსაჩეს შოუ იყო“ – სინდი კროუფორდი.
Versace – ს ლეგენდარული ჩვენებიდან 30 წლის შემდეგ, მოდის ინდუსტრიაში ბევრი რამ განსხვავებულად აღიქმება, თუმცა Versace კვლავ რჩება მოდის სახლად, რომელიც ცნობილ, მდიდარ და მიმზიდველ მოდელებთან ასოცირდება.
Vogue Czechoslovakia – ს ახალი გამოცემის ყდა და ფოტოსესია დონატელა ვერსაჩეს სახლში გადაიღეს. მოდელად ვერსაჩეს თანამედროვე მუზა, Irina Shayk შეირჩა. ფოტოებზე აღბეჭდილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ნივთები, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, Versace-ს ბრენდს და ოჯახს ეკუთვნის.
Vogue ჩეხოსლოვაკია ნოემბერი 2020 / ფოტოგრაფია: The Morelli Brothers
(მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩეხოსლოვაკია აღარ არსებობს, ჩეხეთი და სლოვაკეთი Vogue – ს გამოსცემს ერთად, როგორც “Vogue ჩეხოსლოვაკია“)








