
„შანელის“ ჩვენებაზე მისულ სტუმრებს პოდიუმზე კამელიას ყვავილის გიგანტური სკულპტურები დახვდათ. თითოეულ სკამზე სასაჩუქრე ჩანთებთან ერთად კამელიები ეწყო, ჩანთებში კი, ის სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტები ელაგა, რომლებშიც ეს ყვავილი ერთ-ერთ მთავარ ინრედიენტად გვევლინება. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ფრანგული ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის, ვირჯინი ვიარის კოლექციის მთავარი შთაგონება სწორედ კამელიას ყვავილი გახდა. იქნებოდა ეს ტყავის შავი პერანგები საყელოებით, კაბები, მაქმანებიანი შარვლები თუ პრიალა ატლასის ქურთუკები, კამელია „შანელის“ უახლეს კოლექციაში ჩნდებოდა ყველა შესაძლო სახით, თითქმის ყველა ნივთზე. „ეს შანელის კოდია, რომელიც მოდის და დროის მიღმაა. კამელია ასევე ზამთრის ყვავილია, ეს კი, სწორედ ზამთრის კოლექციაა“, – აღნიშნა დიზაინერმა.



ჩვენება მეტწილად შავ, თეთრ და ნაცრისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ფრანგული ბრენდის ფორმალური იერი კვლავაც ხილული იყო, თუმცა ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალ კოლექციას ვირჯინის მეტად რეალისტურად მიუდგა. ჩვენების ფინალური ნაწილი დაცლილი იყო კუტიურთან გათანაბრებული საღამოს კაბებით, რომელსაც შანელის Ready To Wear ხაზებში ხშირად ვხვდებით. 2023 წლის ზამთრის ჩვენება კონცეტრირდებოდა ტარებად და ყოველდღიურ ფრანგულ სტილზე, რომელიც ვიარს თავისი ლეგენდარული წინამორბედის, კარლ ლაგერფელდის ხედვასთან მეტად აახლოვებს.
ჩვენების ჩანაწერი სრულად: