პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალამდე ჯერ კიდევ 6 თვე გვაშორებს, თუმცა სპეკულაციები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ მუსიკალური შოუს ჰედლაინერად უკვე აქტიურად განიხილება.
TMZ-ის ინფორმაციით, Super Bowl -ისაგან შეთავაზება მიიღო ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა, თუმცა მუსიკოსმა შეთავაზება უარყო. ამერიკული ფეხბურთის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი პლატფორმის, _MLFootball-ის ინფორმაციით, სვიფტთან ერთად, აგრეთვე განიხილება შეთავაზება ჰარი სტაილსისთვის, რომელიც 2023 წლის აშშ-ში Grammy-ის პრესტიჟული დაჯილდოების ერთ-ერთი ტრიუმფატორი გახდა. სხვადასხვა ამერიკული წყაროები აგრეთვე ასახელებენ შემდეგ სახელებს: მაილი საირუსი, არიანა გრანდე და ედ შირანი. ჯერ-ჯერობით არცერთ მუსიკოსს გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

2024 წლის Super Bowl ნევადას შტატში მომავალი წლის 11 თებერვალს გაიმართება. როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილია, Super Bowl სპორტულ მნიშვნელობასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღონისძიებაც არის, რასაც დიდწილად სწორედ მატჩებს შორის მუსიკალური შოუ განაპირობებს.