რაულ მარტინეზის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ვიქტორია სეკრეტმა ქალის თეთრეულის ახალი კოლექცია წარადგინა. ბრენდის განახლებულ სილუეტებს რეკლამას 18 მოდელი უწევს. კამპანია კვლავ გამოირჩევა ინკლუზიურობით. მოდელების ასაკობრივი და რასობრივი მრავალფეროვნება ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც მათი სხეულის ფორმების ინდივიდუალურობა. მეტიც, პირველად Victoria’s Secret-ის ისტორიაში, ბრენდის კამპანიის სახეებს შორის დაუნის სინდრომის მქონე პირი გამოჩნდა.
პუერტო-რიკოელი Sofía Jirau ვიქტორია სეკრეტის პირველი მოდელია დაუნის სინდრომით. “ჩემი ოცნება ახდა. მადლობა მხარდაჭერისთვის!” – წერს სოფია ინსტაგრამზე.

ახალი კოლექციის სახელწოდებაა “Love Cloud” – ბრენდის კრეატიული დირექტორი, რაულ პარტინეზი პრესასთან საუბარში აღნიშნავს: “Love Cloud დიდი მომენტია ბრენდის ევოლუციაში. ეს კამპანია მნიშვნელოვანი ნაწილია ვიქტორია სეკრეტის ახალი სტანდარტის, რომელსაც ჩვენ ვქმნით.”
ფოტოები Victoria’s Secret-ის ახალი კამპანიიდან
Adut Akech Adut Akech Celilo Miles Celilo Miles Devyn Garcia Gia Kelsey Imaan Hammam Jailyn Matthews Jill Kortleve MaryAnn Elizabeth Miriam Blanco Paloma Elsesser Shalom Harlow
Shalom HarlowSabina Karlsson Sylvia Buckler Taylor Hill Taylor Hill Valentina Sampaio Yacine Ndaw