ქალის თეთრეულის ამერიკული ბრენდი Victoria’s Secret გახმაურებული შოუს შემდეგაც განაგრძობს მარკეტინგულ აქტივობებს. ამჯერად ბრენდმა 2024 წლის წინასაახალწლო სადღესასწაულო სარეკლამო კამპანიიდან პირველი კადრები გამოაქვეყნა. ე.წ. Holiday კამპანიას ბრენდში ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდებისთვის ახალი წლის კვირები კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია პერიოდია.
აღსანიშნავია, რომ Victoria’s Secret -ის 2024 წლის Holiday კამპანიის პირველი კადრები არ არის ისეთი მასშტაბური, როგორსაც ბრენდი წარსულში გვთავაზობდა, თუმცა მონაწილე მოდელების ქასტი, როგორც შოუს შემთხვევაში, აქაც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას.
გავრცელებულ ფოტოსესიასა და ვიდეოში ვხედავთ ჯიჯი ჰადიდს, ტაირა ბენქსს, ტეილორ ჰილს, ჯასმინ ტუქსს, იმან ჰამამს, ქენდის სვანეპულს და სხვა ბრენდის საყვარელ ტოპ მოდელებს.