აშშ მაღალი მოდის ბრენდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გასული ერთი წლის განმავლობაში, ნიუ-იორკმა, ფლორიდამ და კალიფორნიამ ისეთი ევროპული ბრენდების ჩვენებებს უმასპინძლეს, როგორებიცაა: Gucci, Chanel, Dior, Louis Vuitton, Fendi.

ახლა ცნობილი ხდება, რომ ვერსაჩე და სელინიც უერთდებიან ამერიკულ ტრენდს და ჩვენებებს ლოს-ანჯელესში წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ დონატელა ვერსაჩე შოუს გამართვას ოსკარის გრანდიოზულ დაჯილდოებამდე 2 დღით ადრე გეგმავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიური ბრენდის ახალი კოლექცია ჰოლივუდური გლამურით იქნება შთაგონებული.