თანამედროვე ციფრულ სამყაროში ინფლუენსერ მარკეტინგმა ბიზნესის, განსაკუთრებით კი მოდის ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში წამყვანი ადგილი დაიკავა. დღეს კრეატორები აღარ აღიქმებიან მხოლოდ ბრენდის მასშტაბების ან აუდიტორიის გაზრდის ინსტრუმენტად. სწორად შერჩეული ავთენტური სახე არის ერთგვარი მაკავშირებელი ხიდი ბრენდსა და მომხმარებელს შორის. 

ამ რეალობაში ციფრული პოზიციონირებისა და იმიჯის შექმნის მნიშვნელობა კარგად აქვს გააზრებული MERAKI-ს. ის გახდა ერთ-ერთი პირველი ქართული ბრენდი, რომელმაც წარმატებულად გადადგა ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და გლობალურ ინფლუენსერებთან აქტიური, სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო.

თუ ინსტაგრამზე მოდის კონტენტს აქტიურად ადევნებთ თვალს, ეს სახელები თქვენთვის ნაცნობი იქნება: Rita Montezuma, Carminho Queiroga, Linea Maria და Laura Maree – წამყვანი გლობალური ინფლუენსერები კოპენჰაგენიდან, ამსტერდამიდან და პორტუგალიიდან. სწორედ ისინი მოიწვია MERAKI-მ და საქართველოში პირველი და უნიკალური პრეცედენტი შექმნა – ჩვენს ქვეყანაში უმასპინძლა საერთაშორისო მასშტაბის Brand Trip-ს.

MERAKI-ს მიერ მოწვეული სახეები არიან სწორედ ის კრეატორები, რომლებსაც მსოფლიო გიგანტი ბრენდების მსგავს ტურებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. მათთვის MERAKI-ს მიერ ორგანიზებული ვიზიტის 72 საათი სრულიად ახალი, უნიკალური და საინტერესო აღმოჩენა გახდა.

3-დღიანი მოგზაურობა წინასწარ, საგანგებოდ დაგეგმილი დეტალებისგან შედგებოდა – ბრენდმა ინფლუენსერებს პერსონალიზებული საჩუქრები გადასცა და გამორჩეული გამოცდილება შეუქმნა.

MERAKI-ს გუნდისთვის ამ პროექტში მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საკუთარი ბრენდის პოზიციონირება, არამედ ქვეყნის – მისი კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ცხოვრების რიტმის გაცნობა იყო.

პირველი დღე სტუმრებმა დედაქალაქში გაატარეს. ქალაქის კულტურულ ტურთან ერთად, ისინი ეწვივნენ MERAKI-ს კონცეპტუალურ მაღაზიას, სადაც პირადად გაიცნეს გუნდი, რომელიც ამ ბრენდის უკან დგას, საღამო კი რესტორან „იასამანში“ გამართული გაცნობითი ვახშმით დასრულდა. თბილისში ყოფნისას სტუმრებს სასტუმრო Bellhop Tbilisi მასპინძლობდა.

მომდევნო ორი დღე კი დაეთმო კახეთში მოგზაურობას, სადაც ინფლუენსერებმა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია – ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა გამოსცადეს. სტუმრებს მასპინძლობა Vazisubani Estate-მა გაუწია, სადაც ორი დღის განმავლობაში სტუმრები რეგიონის ისტორიას სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობის მეშვეობით გაეცნენ, მათ შორის იყო ღვინის დეგუსტაცია, ქართული ფოლკლორული მუსიკის გაცნობა და სხვა.

მოგზაურობის პროგრამა სპეციალური ექსკლუზიური აქტივობებითაც იყო დატვირთული, რამაც სტუმრებს ბრენდის შემოქმედებით პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. ვიზიტს განსაკუთრებული ნაწილი იყო MERAKI-ს კედების პერსონალიზაციის ვორქშოფი და აუზის წვეულება – ე.წ. Pool Party, რომელზეც ახალი საცურაო ხაზის პრეზენტაცია შედგა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის განმავლობაში სტუმრები სრულად MERAKI-ს სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.

ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი იყო არა უბრალოდ ბრენდის პრეზენტაცია, არამედ იმ ემოციებისა და კულტურის გაზიარება, რაზეც MERAKI-ს იდეა დგას, თუმცა განსაკუთრებით ამაყობენ იმით, რომ ამ კამპანიით მილიონობით ადამიანს გააცნეს საქართველო და მისი გამორჩეული ხასიათი.

უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ინფლუენსერები, რომელთა გამომწერთა რაოდენობა მილიონს აღწევს, განსაკუთრებული სელექციურობით გამოირჩევიან – დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ იმიჯს და არ თანამშრომლობენ ბრენდებთან, რომლებიც მათ პერსონალურ სტანდარტებსა და ესთეტიკას არ შეესაბამება. ის ფაქტი, რომ წამყვანი საერთაშორისო კრეატორები ჩაერთნენ MERAKI-ს კამპანიებში, პირდაპირ მიანიშნებს ქართული ბრენდის რეპუტაციულ იმიჯზე, ხარისხსა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე.

ეს პროექტი ქართული მოდის ბიზნესში პრეცედენტად და სრულიად ახალ მიდგომად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ლოკალურმა ბრენდმა აწარმოოს მაღალი სტანდარტების გლობალური მარკეტინგული კამპანიები. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მსგავსი მასშტაბის პირველი ექსპერიმენტი ქვეყანაში, პროექტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ინფლუენსერების მილიონობით გამომწერისგან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. კოლექცია, რომელიც კრეატორებს Brand Trip-ის განმავლობაში ეცვათ, შეგიძლიათ იხილოთ MERAKI -ს ოფიციალურ საიტზე. პროექტის შესახებ უფრო მეტი დეტალის გასაგებად კი, ეწვიეთ ბრენდის ინსტაგრამს.

MERAKI განაგრძობს გლობალური არეალის გაზრდას და ბრენდის მყარად პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.

Brand Trip-ის პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის MERAKI მადლობას უხდის მხარდამჭერებს – Vazisubani Estate-ს, Hotel Bellhop-სა და Route Georgia-ს.