ოდრი ტატუსა და შარლოტ რემპლინგის შემდეგ, Ami Paris-ის შოუზე კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოჩნდა, ბრენდის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება ვენსან კასელმა გახსნა. ფრანგი მსახიობი, რომელიც წელს Prada-ს სარეკლამო კამპანიის სახედ დასახელდა, პოდიუმზე კლასიკური შავი კოსტიუმითა და შარვლით ვიხილეთ.

ბრენდის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, ალექსანდრ მათიუსიმ ახალ კოლექციაში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო კომერციულ ტარებად სამოსს. „ჩვენებებს ჩემი მომხმარებლებისთვის ვაკეთებ. მიყვარს ისეთი ტანსაცმლის შექმნა, რომლის ჩაცმაც ადამიანებს სურთ.“ – თქვა დიზაინერმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ Ami Paris მაღალი ხარისხის ყოველდღიური სტილის ბრენდია, რომელიც მათიუსიმ 2011 წელს დააარსა.