იტალიურმა მოდის სახლმა 2024 წლისთვის ერთ-ერთი პირველი სარეკლამო კამპანია გაავრცელა. ბეჟ და ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილ ელეგანტურ კამპანიას როუზი ჰანგთინტონ-უაითლი უწევს რეკლამას.
ინგლისელმა მოდელმა კარიერა 2003 წელს, 16 წლის ასაკში, Levi’s-თან თანამშრომლობით დაიწყო, ხოლო საერთაშორისო აღიარება Victoria’s Secret-თან ე.წ. ანგელოზის კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მოიპოვა. გარდა სამოდელო საქმიანობისა, როუზის მონაწილეობა მიღებეული აქვს ჰოლივუდური ფილმების ეპიზოდურ როლებშიც. 2015 წლიდან ჰანგთინტონ-უაითლიმ აქტიურ სამოდელო საქმიანობას თავი დაანება, რის შემდეგაც, მას იშვიათად ვხედავთ ცნობილი ბრენდების პოდიუმსა თუ კამპანიებში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, Valentino-ს ახალ რეკლამაში მის გამოჩენას უჩვეულო და ამაღელვებელიც შეგვიძლია ვუწოდოთ. კამპანიის კრეატიული დირექტორია პიერპაოლო პიჩოლი, ფოტოგრაფი ტეო უენერი, ხოლო სტილი ედვარდ ბოულეგი. იხილეთ ახლადგავრცელებული ფოტო და ვიდეო: