Hyram Yarbro, ან უბრალოდ ჰაირამი, როგორც მას ინტერნეტის მომხმარებლები ვიცნობთ, United Talent Agency – ს მორიგი დიდი ვარსკვლავია. კანის მოვლის ბლოგერის, იუთუბერის, ახლა უკვე ტიკ-ტოკერის პოპულარობა ბოლო ერთი წელში საგრძნობლად გაიზარდა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ჰაირამს ტიკ-ტოკზე 100,000 გამომწერი ჰყავდა, 10 თვეში, მისი გამომწერების რაოდენობამ 6 მილიონს მიაღწია.
United Talent Agency კალიფორნიაში დაფუძნებული სააგენტოა, რომლის კლიენტების სიაში შეხვდებით: ანჯელინა ჯოლის, გვინეტ პელტროუს, ენტონი ჰოპკინს, ჰარისონ ფორდს და ა.შ. ჯამში, სააგენტო 900 ადამიანს ასაქმებს,მათი პროფესიონალები ვარსკვლავების იმიჯზე, განვითარებაზე, კარიერაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი იშვიათად თანამშრომლობენ ბლოგერებთან და იუთუბერებთან, თუმცა როგორც UTA -ს განცხადებაში ვკითხულობთ, ჰაირამის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ზაფხულში, მას შემდეგ, რაც იუთუბერმა Kosas-ის პროდუქცია ვიდეოში ახსენა, 48 საათში ბრენდის გაყიდვები გასამმაგდა.
გასულ ერთ წელში, ჰაირამი იმდენად გავლენიანი გახდა, რომ მისი რუტინა Harper’s Bazaar -მაც დადო, ვიდეოს კი მილიონზე მეტი ნახვა აქვს.