რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საომარო მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ვოგის უკრაინული გამოცემა ანახლებს აქტიურ მუშაობას და ომის შემდგომ, პირველ ნომერს გვთავაზობს.

Vogue Ukraine-ის უახლესი გამოცემა, პირველი სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ეძღვნება უკრაინელი ხალხის გამძლეობას და ჩვენს საერთო გზას გამარჯვებისკენ – ვკითხულობთ გამოცემის ინსტაგრამზე, რომელსაც ომის დაწყებიდან არ შეუწყვიტავს აქტიურობა. გარეკანზე იმუშავა კიევში დაფუძნებულმა არტისტმა, ფოტოგრაფმა Vasylyna Vrublevska-მ, არტ დირექტორი გახლავთ – Sergii Kovalyov.

Vogue-მა უკრაინული გამოცემის დამატების შესახებ სიახლე პირველად 2012 წელს გაავრცელა. 2013 წლის მარტში, უკრაინული ვოგი პირველად გამოვიდა.