მოდის ინდუსტრია ახალი სეზონისთვის ემზადება. ვრცელდება ინფორმაცია თუ სად და როდის გეგმავენ ცნობილი დიზაინერები ახალი კოლექციების წარდგენას.
ქართველი დიზაინერი დემნა Balenciaga-ს 2024 წლის ზაფხულის კოლექციას ტრადიციულად პარიზის მოდის კვირეულზე გამართავს, რომელიც 25 სექტემბერს გაიხსნება და 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფრანგული მოდის ფედერაციის კალენდარში, Balenciaga-ს შოუ პირველ ოქტომბერს არის მონიშნული.
რაც შეეხება 2024 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციას, დემნა ჩვენებას 2 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში გეგმავს. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, დემნამ აშშ-ში თავისი პირველი ჩვენება ნიუ-იორკში გამართა. 2022 წლის ბოლოს კი, დიზაინერი ამერიკაში გახმაურებულ სკანდალში გაეხვა. 2 დეკემბერს, საკამათო სარეკლამო კამპანიების სკანდალიდან ერთი წლის შემდეგ, დემნა ამერიკულ ბაზარზე შოუთი დაბრუნდება.