პრინცესა დაიანას დღემდე აქვს გავლენა ძალიან ბევრი ქალის გარდერობზე. ეს გასაკვირი არცაა, დიანა სტილის ერთ-ერთი ნამდვილი რევოლუციონერი და ვარსკვლავი იყო. ამიტომ, საკმაოდ რთულია მისი ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმების დასახელება, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი ლუქი, რომელსაც პრინცესას სტილთან დაკავშირებულ ყველა სტატიაში შეხვდებით. რა თქმა უნდა, საუბარია „შურისძიების კაბაზე“. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს პრინცესა დაიანას სტილის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად არის აღიარებული.

გარდა იმისა, რომ დიზაინერ Christina Stambolian-ის შექმნილი ეს შავი კაბა იდეალური ბალანსი იყო კლასიკისა და სექსუალურობის, მშვენივრად ერგებოდა დიანას ვიზუალს და გამორჩეული ლუქისთვის საჭირო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, მისი საკულტო სტატუსი კონტექსტმაც განაპირობა. პრინცესას კაბა მას შემდეგ ეცვა, რაც პრინცმა ჩარლზმა (ახლა მეფე ჩარლზ III) კამილა ბოულზთან რომანი აღიარა.
ჩარლზის აღიარების შემდეგ, ყველა ელოდა დიანას პირველ საჯარო გამოჩენას, დრამატულმა შავმა ფერმა და თამამმა დიზაინმა ყველას აღფრთოვანება გამოიწვია. პრესამ დიანას მოდურ არჩევანს შურისძიება უწოდა, ასე შევიდა Christina Stambolian-ის ნამუშევარი ისტორიაში, როგორც “შურისძიების კაბა”.
ამ სტატიაში გთავაზობთ ვარსკვლავი ქალების ცნობილ ლუქებს, რომლებიც მათ, გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობების დასრულების შემდეგ, პირველ დიდ საჯარო ღონისძიებაზე ეცვათ:
მერაია ქერი (1997 წელს)
Tommy Mottola-სთან განქორწინებიდან რამდენიმე თვეში, VMAs-ის წითელ ხალიჩაზე.

ელიზაბეთ ჰარლი (2000 წელს)
Hugh Grant-თან განქორწინებიდან რამდენიმე თვეში, Valentino-ს მოდის სახლის საიუბილეო საღამოზე.

ბელა ჰადიდი (2017 წელს)
The Weeknd-თან განშორებიდან რამდენიმე თვეში, “მეტ გალას” წითელ ხალიჩაზე.

ზოი კრავიცი (2021 წელს)
Karl Gusman-თან განქორწინებიდან რამდენიმე კვირაში, “მეტ გალას” წითელ ხალიჩაზე.
