მოდა ინსტაგრამზე საკმაოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი. იქმნება, როგორც შემეცნებითი, აგრეთვე ვიზუალური, სახალისო, სიახლეებზე ორიენტირებული კონტენტი. არჩევანი დიდია, ამ სტატიაში კი, მათ შორის საუკეთესოებს გირჩევთ.
ვარსკვლავური წითელი ხალიჩის კრეატიული დირექტორი კიმ რასელი (ცნობილი როგორც @thekimbino) რომ იყოს, ის მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა.
მიმების გარეშე ინტერნეტ კულტურა წარმოუდგენელია. როდესაც საქმე მოდის მიმებს ეხება, @ideservecouture ერთ-ერთი საუკეთესო გვერდია, რომელიც ყოველთვის ზრუნავს ფეშენისტების განწყობის ამაღლებაზე.

სიახლეები, პირადი ისტორიები, მიმოხილვები – ბექა გვიშიანის @Stylenotcom ბოლოდროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერნეტ მოვლენაა, რომელმაც ინდუსტრიაში ყველას ყურადღება მიიქცია.
ყველაზე სწორი, სანდო და ოპერატიული ონლაინ პლატფორმა ქართველი დიზაინერის, დემნას შესახებ. მიმდინარე წელს, @Demnagram-ის ავტორი საბა ბახია ბალენსიაგას გუნდს ოფიციალურად შეუერთდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოთეგა ვენეტამ სოციალური ქსელებში ოფიციალური გვერდების დახურვა გადაწყვიტა, ბრენდის ესთეტიკის მოყვარულებმა, თვალი უნდა ადევნოთ @Newbottega-ს ონლაინ ჟურნალს.
