ტომი ჰილფიგერი შესაძლოა იყოს ამერიკული მოდის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი დიზაინერი, რომელმაც საკუთარი ბრენდის ქვეშ საერთაშორისოდ ცნობილი ლოგო და იდენტობა შექმნა, თუმცა ახალ თაობასთან დიალოგში შესასვლელად საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე კლასიკად ქცეული ფერთა კომბინაცია. სწორედ ამიტომ, ამერიკელმა ახალ შოუში გააერთიანა თითქმის ყველა ის ელემენტი, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე ახალგაზრდობისა და კულტურისთვის, იქნება ეს NFT, თამაშების სთრიმინგ პლატფორმა Roblox, თუ სოციალური საკითხები ინკლუზიურობის და მრავალფეროვნების შესახებ.

შეცვლილი პროპორციები და მონოგრამა Tommy Hilfiger-ის ბრენდის ახალი თავის დასაწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ. გაბედული ფერებისა და განსხვავებული ქსოვილების კომბინაციამ ჰილფიგერის ბრენდს მეტი სითამამე შესძინა. სილუეტები კიდევ უფრო გაიშალა, ესთეტიკური რეფერენსებიც, როგორც პროდუქტის სახეობაც, მრავალფეროვანი გახდა. ახალგაზრდა ინგლისელ დიზაინერთან, რიჩარდ ქუინთან კოლაბორაციამ კი, ყველაფერს კიდევ უფრო მასშტაბური სახე მისცა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰილფიგერმა მშობლიურ მოდის კვირეულში დაბრუნება მაქსიმალიზმის სრული გამოხატულებით გადაწყვიტა.

ჩვენება ბრუკლინში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. სტუმართა შორის იყვნენ ვარსკვლავები: შონ მენდეზი, ქეით მოსი, ტრავის ბარკერი & კორტნი კარდაშიანი, ჯონ ლეჯენდი და კრის ჯენერი. კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკსVogue/Tommy Hilfiger