80 მილიონი ფუნტი (104 მილიონი დოლარი) დაუჯდა ამერიკელ დიზაინერს ახალი სახლი ლონდონის პრესტიჟულ უბანში. სიახლე საერთაშორისო პრესაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ეს 2024 წელს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი გარიგებაა. ტომ ფორდის სურვილით, ახალი სახლის მისამართი ან/დაც ფოტოები არ გასაჯაროვდება. ამერიკელ დიზაინერს ლონდონში მრავალი წელი აქვს გატარებული. 2005 წელს, Gucci Group -ის დატოვებიდან რამდენიმე თვეში, ფორდი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და საკუთარი კომპანია Tom Ford სწორედ ბრიტანეთის დედაქალაქში დააარსა. ტომი მშობლიურ ამერიკაში 2014 წელს დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტომ ფორდის სახლების ღირებულება, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, 300 მილიონ დოლარს აჭარბებს. აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს ფორდი ჟაკლინ კენედი ონასისის ბავშვობის სახლის მფლობელიც გახდა. მან აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედის ოჯახის სახლი 52 მილიონ დოლარად შეიძინა.