“რომელი კომპანიები ქმნიან ჩვენს მომავალს?“ – ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, ამერიკულმა ჟურნალმა, „თაიმმა“ 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი კომპანია გამოავლინა.
ასეულში დასახელდნენ თანამედროვე სამყაროს უპირობო პიონერები და ლიდერები: ამაზონი, მეტა, ნეთფლიქსი, ეფლი, დისნეი, მაიკროსოფტი, ფაიზერი და ა.შ.. პირველად, ბრენდის არსებობის ისტორიაში, Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი კომპანიის ლიდერებში დასახელდა ბალენსიაგაც. აქვე აღნიშვნას იმსახურებს ფაქტი, რომ „თაიმის“ სიაში, ბალენსიაგა მაღალი მოდის ერთადერთი კომპანიაა.

როგორც გამოცემა წერს, ბალენსიაგას წარმატება ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის, დემნა გვასალიას დამსახურებაა. გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში, დემნასაც ვიხილავთ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავს შორის.