130 მილიონზე მეტი გამომწერით, Khaby Lame ტიკტოკზე მეორე ყველაზე პოპულარული ადამიანია. ლეიმმა იუმორისტული ვიდეოების ტიკტოკზე განთავსება 2020 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პანდემიური კრიზისის შედეგად, სამსახური დაკარგა. მხოლოდ წელიწადნახევარში, ქაბი ტიკტოკიდან ინტერნეტ სენსაციად იქცა. ახლა კი, სენეგალელი კონტენტ-კრეატორი და ინფლუენსერი მოდის ინდუსტრიაშიც დგამს პირველ ნაბიჯებს.
ლეიმმა Hugo Boss-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის არამარტო წარადგენს ბრენდს საერთაშორისო მასშტაბით, არამედ ჩართული იქნება შემოქმედებით პროცესშიც. ქაბის და ბოსის თანამშრომლობა მოიცავს კოლაბორაციულ კაპსულა კოლექციებსაც, სადაც პოპულარულ ტიკტოკერს დიზაინერის ამპლუაში ვიხილავთ.
რაც შეეხება ახალ კამპანიას, ლეიმთან ერთად სარეკლამო რგოლში ვხედავთ მოდის, სპორტის, კინოს და მუსიკის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: Kendall Jenner, Hailey Bieber, Joan Smalls, Future, Lee Min-ho, Anthony Joshua, Matteo Berrettini და Alica Schmidt.
#BeYourOwnBoss სლოგანის მქონე კამპანიით, გერმანული მოდის სახლი რებრენდინგს, ახალ ლოგოს და მაღაზიების ზოგადი კონცეფციის ცვლილებასაც აღნიშნავს. სწორედ ამით აიხსნება კამპანიის მასშტაბურობა.