კანის მოვლის ბიუჯეტური ბრენდის, The Ordinary-ის მფლობელი კომპანია, Deciem მომხმარებლებს ფასების ზრდის შესახებ აფრთხილებს.
გასული 8 წლის განმავლობაში, Deciem პატარა კომპანიიდან სილამაზის და თავის მოვლის ინდუსტრიის ერთ-ერთ მოწინავე სახელად იქცა, რაც მეტწილად სწორედ The Ordinary-ის პოპულარობამ განაპირობა. კანის მოვლის ბიუჯეტური ბრენდი ახლა ისეთი მოთხოვნადია, როგორც არასდროს. Niacinimide 10% + Zinc 1%, AHA 30% + BHA 2% – ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლებიც მომხმარებლებში განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. მათი ფასები კი, 10 დოლარს არ აღემატება.
როგორც ახალ განცხადებაში ვკითხულობთ, ბრენდის მდგრადი განვითარებისთვის, პროდუქციის ფასებზე ზრდა გარდაუვალია.

ახალი ფასებით Deciem -ის ბრენდების პროდუქცია გაყიდვაში თებერვლიდან გამოვა. აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, Deciem-ის საკონტროლო წილის მფლობელი სილამაზის ინდუსტრიის გიგანტი Estee Lauder გახდა. ბიუჯეტური კომპანიის პროდუქციაზე ხარისხის კონტროლის და ფასების ზრდა ესტე ლაუდერის სახელსაც შეგვიძლია დავუკავშიროთ.