Lyst Index გლობალური პლატფორმაა, რომელიც სწავლობს საერთაშორისო ბაზარს და მასში არსებულ 12,000-ზე მეტ ბრენდს. კვლევები თითქმის 200 მილიონი მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვებით იქმნება და წარმოაჩენს ზოგად სურათს თანამედროვე მოდაში გაბატონებულ ტრენდებსა თუ მდგომარეობაზე.

ტრადიციულად, ყოველი კვარტლის მიწურულს, Lyst Index შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. 2023 წლის პირველი კვარტალური შეჯამება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ახალი ანგარიშის მიხედვით, პირველ ორ ადგილს ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, მიუჩია პრადას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული ბრენდები, პრადა და მიუ მიუ ინაწილებენ. პრადა უკვე ზედიზედ მეორედ სახელდება The Lyst Index-ის კვარტალური ანგარიშის ლიდერად. რაც შეეხება მიუ მიუს, ბრენდის პოპულარობის მკვეთრი ზრდა ადვილი შესამჩნევია, საკმარისია გავიხსენოთ დაბალწელიანი მინი-კაბა 2022 წლის ზაფხულის კოლექციიდან, რომელიც ინტერნეტ-სენსაციად იქცა, აგრეთვე – “ბალერინას ფეხსაცმელებს”, ეს უკანასკნელი The Lyst Index-ის 2022 წლის მესამე კვარტლის ანგარიშში, ქალებისთვის ყველაზე სასურველ პროდუქტად დასახელდა. მიუ მიუმ წინსვლა განაგრძო 2023 წელსაც, შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა, გახსნა მია გოთმა, ხოლო დახურა ემა კორინმა.

The Lyst Index-ის 2023 წლის პირველი კვარტლის განხილვადი ბრენდების ათეული: