4 სეზონის შემდეგ, Netflix -ის გახმაურებული ისტორიული დრამის, The Crown -ის სიუჟეტი საბოლოოდ მივიდა იმ მომენტამდე, რომელსაც ყველა ელოდა, განსაკუთრებით კი, მოდის მოყვარულები. საუბარია „შურისძიების კაბაზე“, რომელიც პრინცესა დაიანას სტილის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად არის აღიარებული.

პრინცესა დაიანას დღემდე აქვს გავლენა ძალიან ბევრი ქალის გარდერობზე. ეს გასაკვირი არცაა, დიანა ნამდვილი რევოლუციონერი იყო – მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. პრინცესას გამბედაობა პრინც ჩარლზთან დაკავშირებული სკანდალისა და მასთან დაშორების დროსაც გამომჟღავნდა.

კაბა, რომელიც დაიანას ეცვა, მას შემდეგ, რაც პრინცმა ჩარლზმა კამილა ბოულზთან რომანი აღიარა, დღემდე „შურისძიების კაბის“ სახელითაა ცნობილი. აქვე უნდა ითქვას, რომ დაიანას ცნობილი შავი კაბა ბერძენმა დიზაინერმა Christina Stambolian-მა შეუკერა.

Netflix -ის საერთაშორისოდ აღიარებული სერიალის მეხუთე სეზონში, დაიანას როლს ავსტრალიელი მსახიობი ელიზაბეთ დებიცკი ასრულებს. როგორც ახლადგავრცელებულ ფოტოებში ჩანს, The Crown -ის შემქმნელებმა ლედი დის საკულტო კაბა და მომენტი გააცოცხლეს. გულშემატკივრებში ფოტოებს უკვე მოჰყვა მოსალოდნელი მღელვარება.

შეგახსენებთ, რომ The Crown (გვირგვინი) არის ისტორიული დრამა, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის შესახებ მოგვითხრობს. სერიალის პრემიერა 2016 წელს შედგა. „გვირგვინის“ ბიუჯეტი 260 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს და იგი, სატელევიზიო სერიალების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია.

Tags :