ინგლისელი მსახიობი და იტალიელი ტოპ მოდელი იტალიაში, კუნძულ კაპრიზე დააფიქსირეს. Dolce & Gabbana -ს თეთრ საცურაო კოსტიუმებში, ტეო ჯეიმსს და ვიტორია ჩერეტის ბრენდის პარფიუმის ხაზის ახალ რეკლამაში იღებენ.
ახალი კადრები Dolce & Gabbana -ს გადაღებებიდან






იტალიურ მოდის სახლს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა სარეკლამო კამპანიიის ესთეტიკიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ჩერეტი და ჯეიმსი დოლჩე & გაბანას პოპულარული სუნამოს, Light Blue -ს ახალი სახეები არიან. აქამდე, Light Blue -ს სახეებად ტოპ მოდელები – ბიანკა ბალტი და დევიდ გენდი გვევლინებოდნენ.
ბიანკა ბალტი და დევიდ გენდი Dolce & Gabbana -ს Light Blue-ს სარეკლამო რგოლში
26 წლის ვიტორია ჩერეტის Dolce & Gabbana -სთან მუშაობის უკვე თითქმის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. იტალიელი მოდელი დომენიკო დოლჩესა და სტეფანოს გაბანას ერთ-ერთი საყვარელი სახეა. Light Blue-ს პარფიუმის კონტრაქტი ვიტორიასა და ბრენდს შორის არსებულ კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს.