ტეილორ სვიფტი შესაძლოა არ იყოს ვარსკვლავი, რომელიც პირველი გაგვახსენდება, თუ გამორჩეული სტილის მქონე პოპ-არტისტებს წარმოვიდგენთ, მაგრამ არსებობს ერთი დეტალი, რომელიც ტეილორის ვიზუალურ იმიჯში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელიც წლების განმავლობაში, მომღერლის ლუქის განუყოფელი ნაწილად იქცა. ალბათ, არავის გაუკვირდებათ, თუ დავწერთ, რომ ეს არის მკვეთრი, გაბედული და მუდამ თვალშისაცემი წითელი ტუჩსაცხი.
როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში, ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა გასულ ხუთ წელში, თავისი პირველი მუსიკალური ტური, “Eras Tour” დაიწყო. 3 საათიანი კონცერტები სრულად გაყიდულ სტადიონებზე წარმატებით მიმდინარეობს, კონცერტის გამხსნელი ერა ალბომი “Lover”-ია, რომლის სიმღერებსაც ტეილორი Versace-ს თვლებით გაფორმებულ ბოდეში და Christian Louboutin-ის ფეხსაცმლით შემოსილი ასრულებს. კოსტიუმების დიზაინერებს და ბრენდებს შორის აგრეთვე არიან: ალბერტა ფერეტი, ოსკარ დე ლა რენტა და რობერტო კავალი, თუმცა ამჯერადაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტეილორის იმიჯში, მთავარი ვარსკვლავი კვლავ წითელი ტუჩსაცხია, რომელიც მიუხედავად ცუდი ამინდისა, იდეალურ მდგრადობას ინარჩუნებს 3 საათიანი კონცერტის განმავლობაში.
სვიფტის გუნდს მომღერლის ტურის ვიზაჟთან დაკავშირებით დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა როგორც Vogue, Page Six და სხვა ამერიკული გამოცემები აღნიშნავენ, ტეილორს “Eras Tour”-ზე ლეგენდარული ვიზაჟისტის, პატ მაკგრათის ბრენდის ტუჩსაცხი ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ პატთან ითანამშრომლა ტეილორმა წითელ ტუჩსაცხებზე მუსიკალური ვიდეოსთვის “Bejeweled”.